ფრაზეოლოგია წიგნების შესახებ…
1. “წიგნები – გახლავთ ის აზროვნების გემები,რომლებიც დახეტიალობენ დროის ტალღებსა და სივრცეებში და თავიანთი უძვირფასესი განძი,სათუთად გადააქვთ თაობებიდან თაობებამდე”.
2. “წაიკითხო წიგნი – გონებისათვის,იგივეა,რაც ფიზიკური ვარჯიში სხეულისათვის”. (ავტორი გენია.ჯი)
3. “კარგი ავტორების მიერ დაწერილი კარგი წიგნების წაკითხვა,სხვა უამრავ დადებით თვისებებთან ერთად,კარგად ლაპარაკსაც შეგასწავლის”.
4. “კულტურა – ის კი არ არის თუ რამდენი წიგნი გაქვს წაკითხული,არამედ ის თუ რამდენი რამ გაიგე წაკითხულიდან”.
5. “რაც უფრო მეტ წიგნს კითხულობ,მით უფრო ნაკლებად ხდები სხვათა წამბაძველი”.
6. “ადამიანები,რომლებიც წიგნებს კითხულობენ,ყოველთვის მართავენ იმათ,ვინც მხოლოდ ტელევიზორებს უყურებს”.
7. “წიგნი,ყოველთვის ჯობია კინოფილმებს,რადგან კინოსაგან განსხვავებით სპეცეფექტების წარმოსახვას გონებაში – საზღვრები არა აქვს”.
8. “არსებობს იმაზე დიდი დანაშაულიც,ვიდრე წიგნების დაწვაა და ეს მათი არ წაკითხვაა”.
9. “იმისათვის,რომ გონიერი გახდე ათი საუკეთესო წიგნის წაკითხვაა საჭირო.ამ ათი საუკეთესო წიგნის ამორჩევისათვის კი ათასი წიგნის წაკითხვა”.
10. “გახსოვდეთ: ის,რასაც თქვენ წარმოადგენთ,დიდწილად დამოკიდებულია იმაზე,თუ რა გაქვთ წაკითხული და რას კითხულობთ”. (ავტორი გენია.ჯი)