წარსულის სამეცნიერო ცდომილებები…
1. “მიწის გაბურღვა ნავთობის ძიებისათვის? თქვენ მხედველობაში გაქვთ,მიწის გაბურღვის საშუალებით ნავთობის მოპოვება? ნამდვილად ჭკუაზე ხართ შეშლილი! – (პასუხი ამერიკელ ნავთობისმწაროებელ – ედვინ ლორენტაინ დრეიკს – 1859 წელს)
2. “მომავლაში კომპიუტერის წონა,არაუმეტეს 1,5 ტონა იქნება”. – (ჟურნალი – Popular Mechanics – 1949 წელი)
3. “ვფიქრობ,არასოდეს იქნება იმის აუცილებლობა,რომ ყველას ჰქონდეს სახლში კომპიუტერი”. – (კენ ოლსონი – ამერიკული კომპიუტერული კომპანიის Digital Equipment Corporation-ის დამფუძნებელი და პრეზიდენტი – 1977 წელი) (ავტორი გენია.ჯი)
4. “ისეთი მოწყობილობა,როგორიც ტელეფონია,ძალიან ბევრ ხარვეზებს შეიცავს იმისათვის,რათა იგი განვიხილოთ კომუნიკაციის ერთ-ერთ საშუალებად.სწორედ ამიტომ მივიჩნევთ,რომ აღნიშნული გამოგონება არანაირი ღირებულების არ გახლავთ”. – (ამერიკული კომპანია – Western Union – 1876 წელი)
5. “ვის რა ჯანდაბად დააინტერესებს მსახიობების საუბარი?!” – (კინოფილმებისა და ტელეგადაცემების მწარმოებელი ერთ-ერთი უდიდესი ამერიკული კომპანიის – Warner Brothers-ის რეაქცია 1927 წელს,ხმოვანი კინოფილმის შესახებ)
6. “ჩვენ არ მოგვწონს მათი ხმები. და საერთოდ,გიტარაზე დამკვრელი კვარტეტების დროს,საბოლოოდ ჩაბარდა წარსულს.მათ,შოუ-ბიზნესში მომავალი არ გააჩნიათ”. – (ხმის ჩამწერი – Decca Recording Corporation-ის განცხადება ლეგენდარული ლივერპულული ჯგუფის The Beatles ალბომის ჩაწერისას)
7. “მფრინავი აპარატები ჰაერზე მძიმე არიან,ამიტომ მათი ფრენა წარმოუდგენელია”. – (დიდი ინგლისელი ფიზიკოსისა და ლონდონის სამეფო აკადემიის პრეზიდენტის – ლორდ კელვინის განცხადება 1895 წელს)
8. “ლუი პასტერის თეორია მიკრობების არსებობის შესახებ – სასაცილო ფანტაზიაა”. – (გამოჩენილი ფრანგი ფსიქოლოგიის პროფესორის – პიერ პაშეს განცხადება 1872 წელს)
9. “თვითმფრინავები – საინტერესო სათამაშოებია,თუმცა მათ არავითარი სამხედრო დანიშნულების შესრულება და შესაბამისად ღირებულებაც არ გააჩნიათ”. – (საფრანგეთის გენშტაბის აკადემიისა და სტრატეგიის პროფესორი მარშალი – ფერდინანდ ფოში)
10. “100 მილიონი დოლარი - ძალიან დიდი ფასია კომპანია Microsoft-ში გადასახდელად”. – (IBM-ის ტრანსნაციონალური კომპანია – 1982 წელი)” (ავტორი გენია.ჯი)