ბენჯამინ ფრანკლინი – “წარმატების 13 პრინციპი”
1. “თავშეკავება” – (არ ვჭამო გაძღომამდე; არ ვსვა დათრობამდე.ზომიერება ჭამისას და სმისას);
2. “მდუმარება” – (ვილაპარაკო მხოლოს ის,რამაც შეიძლება სარგებელი მოიტანოს,როგორც ჩემთვის,ასევე სხვისთვის; თავი ავარიდო უაზრო და არაფრისმომტან საუბრებს); (ავტორი გენია.ჯი)
3. “წესრიგი” – (ყველა ნივთისთვის საკუთარი ადგილი მქონდეს მიჩენილი და ყველა საქმიანობისთვის თავის დრო განკუთვნილი);
4. “მტკიცე გადაწყვეტილება” – (გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღება,რაც აუცილებლად უნდა გაკეთდეს; მიღებული გადაწყვეტილების მკაცრად დაცვა და შესრულება);
5. “დამზოგველობა” – (ვხარჯო ფული მხოლოდ იმაში,რაც სარგებელს მომიტანს როგორც მე,ასევე სხვას);
6. “შრომისმოყვარეობა” – (არ დავხარჯო დრო ტყუილად; მუდმივად რაიმე სასარგებლო საქმიანობით ვიყო დაკავებული; უარი ვთქვა ყველა უსარგებლო მოქმედებაზე);
7. “გულწრფელობა” – (არ მივაყენო ადამიანს ზიანი მავნე ტყუილით; ვიქონიო სუფთა და სამართლიანი აზრები; საუბარშიც ვიხელმძღვანელო ამ წესით);
8. “სამართლიანობა” – (არ მივაყენო არავის ზიანი; არასოდეს ჩავიდინო უსამართლო საქციელი; არ მოვეშვა კეთილი საქმის კეთებას,რომლებიც შედის ჩემს ვალდებულებაში);
9. “ზომიერება” – (მოვერიდო უკიდურესობებს; რამდენადაც ჩავთვლი მიზანშეწონილად,იმდენად მოვითმინო და ავიტანო წყენის განცდა და უსამართლობის გამო გაჩენილი მრისხანება);
10. “სისუფთავე” – (არ დავუშვა სხეულის უსუფთაობა; აკურატულობის დაცვა ტანსაცმელსა და საცხოვრებელში);
11, “სიმშვიდე” – (არ ავღელდე და არ ვინერვიულო სისულელეებზე და გარდაუვალ ცხოვრებისეულ მოვლენებსა თუ გარემოებებზე);
12. “კეთილგონიერება” – (იშვიათად მივეცე განცხრომასა და ნეტარებას,ისიც სხეულის გაჯანსაღებისთვის და შთამომავლობის გაგრძელებისათვის; არასოდეს ჩავიდინო ისეთი სისულელე,რომელიც ავნებს ჩემსა და სხვის რეპუტაციას); (ავტორი გენია.ჯი)
13. “მოკრძალება” – (მივბაძო იესო ქრისტეს და სოკრატეს).