მერილინ მონროს მოსაზრებები…
1. “ქმარი – არის ის ადამიანი, რომელსაც ყოველთვის ავიწყდება ცოლის დაბადების დღე, თუმცა მუდმივად ახსოვს მისი ასაკი”.
2. “გონიერი გოგონა კოცნის, თუმცა არ უყვარს; ისმენს, თუმცა არ სჯერა და ტოვებს მანამ, სანამ თავად მიატოვებენ”. (ავტორი გენია.ჯი)
3. “სიმართლე გითხრათ, მე გვერდით არ მჭირდება ისეთი ადამიანი, რომელიც ჩემში მხოლოდ კარგს დაინახავს. მე მჭირდება მხოლოდ ისეთი ადამიანი, რომელიც ჩემში დადებითთან ერთად უარყოფითსაც დაინახავს და მიუხედავად ამისა, მაინც ჩემს გვერდით დარჩება”.
4. “ცხოვრებაში ყველა წესი რომ დამეცვა ,ვერასოდეს მივაღწევდი იმას, რასაც მივაღწიე”.
5. “ზუსტად ვიცი,რომ ვერასოდეს ვიქნები ბედნიერი,თუმცა შემიძლია მხიარული და ხალისიანი ვიყო”.
6. “ბრილიანტები – გოგონების საუკეთესო მეგობრები არიან!”
7. “მილიონების ოცნება შეუძლებელია ერთს ეკუთვნოდეს”. (ავტორი გენია.ჯი)
8. “ქალის შეურაცხყოფა მხოლოდ ბედისწერისგან დამცირებულ მამაკაცს შეუძლია”.
9. “არასოდეს ვბრაზდები იმაზე, როდესაც სულელად მომიხსენიებენ, რადგან ძალიან კარგად ვიცი, რომ სულელი არა ვარ”.
10. “ამ ცხოვრებაში ჩემთვის არც ერთ ძაღლს არ უკბენია. სამაგიეროდ, ძალიან ხშირად მკბენდნენ ადამიანები”.