ჯარჯი ფხოველის ნააზრევი…

„ხანმოთრეული, საუკუნეს მიღწეული მოყმე ვინმე ასე ამბობს გულის სიტყვებს: ასეა, ვეჟო, ჩემს უსწორო გზა-ბილიკებზე სხვადასხვა რჯულის მრავალი ქართველი შემხვედრია: ქრისტიანიც, მაჰმადიანიც, ბუდისტიც და ინდუიზმის ყურმოჭრილი ყმაც…  ჩემი დაკვირვებით და მიხვედრილობით, სუყველანი გულდაჭრილები და გულმტკივანები იყვნენ საქართველოთი… და აი, კიდევ რას გეტყვი: ჩვენი რელიგია, ჩვენი რწმენის გულისგული, ჩვენი გამაერთიანებელი სიმაღლე სწორედ საქართველოა და გეუბნები, მწარედ ცდება ის ,ვინც სხვა რჯულის ქართველს ზურგს აჩვენებს და არ იკარებს! ჩვენ ერთნი ვართ, ვეჟო,ერთნი!” – (ავტორი გენია.ჯი)