აბას ჰალაფ კუნფუდი – “ეპიზოდი”
მას შემდეგ,რაც ამერიკულმა არმიამ მოკავშირეებთან ერთად დაიწყო სამხედრო ოპერაცია ერაყის საყოველთაოდ ცნობილი დიქტატორის – სადამ ჰუსეინის რეჟიმის წინააღმდეგ, 2003 წლის 1 აპრილს ჟურნალისტებთან შეხვედრა გამართა,რუსეთში ერაყის სრულუფლებიანმა ელჩმა – აბას ჰალაფ კუნფუდმა (1955-2013 წლები).აღნიშნული შეხვედრის უმთავრესი მიზეზი,რაღა თქმა უნდა ერაყში შექმნილი სიტუაცია იყო და მას,ჟურნალისტებთან ერთად მრავალი ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენელიც ესწრებოდა.პრეს-კონფერენციის მიმდინარეობისას,კუნფუდმა სრული სერიოზულობით განაცხადა:
- ეს-ესაა,საინფორმაციო სააგენტო “როიტერისგან” მივიღე ინფორმაცია იმის შესახებ,რომ ამერიკულმა არმიამ შეცდომით ატმოური იარაღის გამოყენებით დაბომბა ბრიტანული არმიის სამხედრო ნაწილები,რასაც შვიდი ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა”.
ამ უცნაურმა და გამაოგნებელმა განცხადებამ,დამსწრე საზოგადოება შოკში ჩააგდო.თუმცა,განცხადების გაკეთებიდან რამდენიმე წამში,აბას ჰალაფ კუნფუდმა,დარბაზში,სადაც სამარისებული სიჩუმე ჩამომდგარიყო,ღიმილით დაამატა:
- დღეს 1 აპრილია!!! (ავტორი გენია.ჯი)