რამდენი “ლუის” სახელის მქონე მეფე მართავდა საფრანგეთს?
როდესაც გენიალური ფრანგი მწერლის – ალექსანდრე (უფროსი) დიუმას ნაწარმოებებს კითხულობ,ისეთი შთაბეჭდილება რჩება მკითხველს,თითქოს საფრანგეთს,მხოლოდ ლუის სახელის მქონე მეფეები განაგებდნენ.თუმცა ეს,რაღა თქმა უნდა სიმართლეს არ შეესაბამება.მიუხედავად იმისა,რომ საფრანგეთში სახელი – ლუი,ერთობ პოპულარული გახლდათ,ფრანგების ყველა მეფეს აღნიშნული სახელი მაინც არ ერქვა. (ავტორი გენია.ჯი) რამდენი ლუის სახელის მქონე მეფე მართავდა საფრანგეთს? ალბათ,ინტერესმოკლებული არ იქნება გავეცნოთ მათ:
საფრანგეთის სამეფო ტახტზე – ლუის სახელის მქონე მონარქი,პირველად ფრანკთა იმპერატორის – კარლოს I დიდის ვაჟი – ლუი I ღვთისმოსავი (778-840 წლები) გახლდათ,რომელმაც ფრანკთა მეფის ტახტი 813 წელს დაიკავა.მისი გარდაცვალებიდან სამი წლის შემდეგ,843 წელს კარლოს დიდის მიერ შექმნილი ფრანკთა სამეფო სამ დიდ ნაწილად (საფრანგეთი,გერმანია და იტალია) დაიშალა.საფრანგეთის მეორე მეფე,რომელსაც ლუი ერქვა,ქვეყანას განაგებდა 877 წიდან და იმეფა ორი წელიწადი,879 წლამდე.აღნიშნული მეფე – ლუი II ენაბლუდ წოდებული გახლდათ.სულ საფრანგეთის სამეფო ტახტზე ლუის სახელის მქონე 18 მეფე მეფობდა.უკანასკნელი,მეფე,რომელიც ლუის სახელს ატარებდა,გახლდათ ლუი – XVIII,რომლის მმართველობის წლებს 1815-1830 წლები წარმოადგენდა.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ლუის სახელის მატარებელ მეფეთა უმეტესობას ზედსახელებით მოიხსენიებდნენ.მაგალითად: ლუი IV-ს “ზღვისიქითა”; ლუი V “ზარმაცი”; ლუი VI სქელი; ლუი VII “ახალგაზრდა; ლუი VIII “ლომი”; ლუი IX “წმინდა ლუი”; ლუი X “ბუზღუნა”; ლუი XI “უნივერსალური ობობა”; ლუი XII “ხალხის მამა”; ლუი XIII “სამართლიანი”; ლუი XIV “მეფე-მზე” და ლუი XV “საყვარელი”.
აღნიშნული სახელის მქონე მეფეებიდან,ისტორიაში ყველაზე დიდი კვალი ოთხმა მეფემ დატოვა.მათ შორის ყველაზე გავლენიანი – ლუი XIV “მეფე-მზე” იყო,რომელმაც ყველაზე დიდი ხანი იმეფა (14 წლის ასაკიდან 72 წლამდე).ცნობილია ისიც,რომ ლუი XVII-ს საერთოდ არც კი უმეფია,რადგან ათი წლის ასაკში გარდაიცვალა.თუმცა,როგორც ტახტის უმთავრეს მემკვიდრეს,მაინც მიანიჭეს ლუი XVII-ეს სახელი.
P.S. ლუის სახელის შემდეგ,საფრანგეთის სამეფო ტახტზე ყველაზე მეტი (10) – შარლის სახელის მქონე მეფე იჯდა. (ავტორი გენია.ჯი)