ჰარი ბინგემი – “უდიდესი ამერიკელი დიპლომატი”

ჰარი ბინგემი - წარმოადგენდა იმ დიდ ამერიკელ დიპლომატსა და ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-კონსულს საფრანგეთის ქალაქ მარსელში,რომელმაც მიუხედავად ამერიკული ხელისუფლების მხრიდან უდიდესი წინააღმდეგობისა,მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მაინც გასცა 2 500 ვიზა ებრაული წარმომავლობის მქონე მოქალაქეებზე.აღნიშნულ ვიზებს შემდგომში “სიცოცხლის უფლების ვიზები” უწოდეს.ჰარი,საკმაოდ ცნობილი ოჯახის შვილი გახლდათ.მამამისი – ჰირამ ბინგემი წარმოადგენდა იმ საყოველთაოდ ცნობილ ამერიკელ არქეოლოგსა და პოლიტიკოსს,რომელიც 1911 წელს,სათავეში ჩაუდგა იელის უნივერსიტეტის ექსპედიციას და აღმოაჩინა ინკების დაკარგული და უნიკალური ქალაქი – მაჩუ-პიქჩუ.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ “ინდიანა ჯონსის” გადაღებებისას,ფილმის ერთ-ერთი მთავარი გმირის სახე,სწორედ ჰირამ ბინგემის პროტოტიპიდან იქნა აღებული.ჰარი,დიპლომატიურ სამსახურში მოღვაწეობის დაწყებიდან მალევე,საფრანგეთში იქნა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-კონსულად მივლენილი.იმ პერიოდისათვის,ამერიკა ევროპაში მიმდინარე მოვლენებში ნეიტრალიტეტს იცავდა და ცდილობდა,საფრანგეთში მოქმედი ანრი ფილიპ პეტენის მარიონეტული რეჟიმი არ გაეღიზიანებინა.ამავე დროს,ფრანკლინ დელანო რუზველტის მთავრობამ,თავის საელჩოებს აუკრძალა ვიზები გაეცათ ებრაული წარმომავლობის მქონე მოქალაქეებზე. (ავტორი გენია.ჯი) მთავრობის აღნიშნულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას,ამორალურად მიიჩნევდა ჰარი ბინგემი და მიუხედავად მისი კარიერული საფრთხისა,ყველაფერი გააკეთა იმისათვის,რომ განაწამები ებრაელებისათვის ვიზები მიეცა.ვაშინგტონიდან მომავალი ინსტრუქციის დარღვევის შედეგად,ჰარი ბინგემმა 2 500 ვიზა გასცა.გარდა ამისა,მან ვიზები გასცა ფაშიზმის ისეთ დაუნდობელ კრიტიკოსებზე,როგორებიც გახლდნენ – ბელორუსული წარმომავლობის მქონე დიდი ფრანგი მხატვარი – მარკ შაგალი,გერმანული წარმომავლობის მქონე ფრანგი მხატვარი – მაქს ერნსტი,ებრაული წარმომავლობის მქონე გენიალური გერმანელი მწერალი – ლიონ ფეიხტვანგერი,დიდი გერმანელი მწერალი – პაულ თომას მანი და მისი ოჯახი.ცნობილია ისიც,რომ ეს უკეთილშობილესი ადამიანი,”ჰოლოკოსტის” უსაშინლესი პერიოდის განმავლობაში,საკუთარ სახლში (მარსელში) მალავდა ებრაელებს.გარდა ამისა,ეხმარებოდა მათ რიგი ყალბი დოკუმენტების დამზადებასა და ქვეყნიდან შედარებით უსაფრთხო რეგიონებში გადასვლაში.ებრაელთა საკითხთან დაკავშირებით,იგი აქტიურად თანამშრომლობდა ფრანგული წინააღმდეგობის მოძრაობასთან და თავად საკუთარი ჯიბიდან ხარჯავდა ფულს,ებრაელთა ხმელთაშუა ზღვის საშუალებით უსაფრთხო ზონებში გადაყვანისათვის.ჰარის მიერ,მთავრობის ინსტრუქციის დარღვევა ხელისუფლებისათვის 1941 წელს გახდა ცნობილი,რის შემდეგაც იგი არგენტინაში გადაიყვანეს დიპლომატიური მისიით.საბოლოო ჯამში კი,დიდი ამერიკელი დიპლომატი და კაცთმოყვარეობის აპოლოგეტი,სამსახურიდან იქნა განთავისუფლებული.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ მის მიერ ჩადენილი განუზომელი სიკეთეების შესახებ,საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე არავინ არაფერი იცოდა და ყველაფერი მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ (1988 წელი) გაირკვა.როდესაც ყოველივეს ნათელი მოეფინა,ჰარი ბიმგემი “ისრაელის ეროვნულ გმირად” იქნა აღიარებული და მის ხსოვნას,დღემდე უდიდეს პატივს მიაგებს ებრაელი ერი. (ავტორი გენია.ჯი)