ფრაზეოლოგია – „დედის” შესახებ…
1. „როდესაც დედა ღმერთთან მიდის, მხოლოდ მაშინ ვაცნობიერებთ, რომ ღვთაებასთან ერთად გვიცხოვრია”. – ლეონიდ სუხორუკოვი
* * *
2. „თუკი „ეშმაკის” მიერ წარმოთქმული პირველი სიტყვა – დედა იყო, მაშინ დაკარგული ამ სამყაროში ჯერ კიდევ არაფერია”. – ვიტალი ვლასენკო
* * *
3. „თქვენ ვერასოდეს შეწყვეტთ იყოთ ბავშვი, სანამ დედა ცოცხალი გყავთ”. – ს.ჯეიეტი (ავტორი გენია.ჯი)
* * *
4. „ღმერთი ვერ ასწრებს ყველგან იყოს ერთდროულად. სწორედ ამიტომ შექმნა მან – დედა”. – უცნობი ავტორი
* * *
5. „დედის გული – საოცრებების დაუშრეტელი წყაროა”. – პიერ ჟან ბერანჟე
* * *
6. „ქალის ერთ-ერთი უდიდესი უფლება-მოვალეობა – დედობაა”. – ლ.იუტანგი
* * *
7. „დედა – ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სიტყვაა, რაც ადამიანს ოდესმე წარმოუთქვამს”. – კაილ გიბრანი
* * *
8. „ნებისმიერი ერის მომავალი – დედების ხელშია”. – ონორე დე ბალზაკი (ავტორი გენია.ჯი)
* * *
9. „ჩემი ჯილდო არა დედოფლის გვირგვინში, არამედ – დედობაშია”. – (ანა ავსტრიელის გამონათქვამი მისი ვაჟის ლუი XIV-ს შესახებ…)
* * *
10. „დედის ხელები სინაზისა და სათნოების განსახიერებაა”. – ვიქტორ-მარი ჰიუგო
* * *
11. „ამ ქვეყანაზე არსებობს განსაკუთრებული ტალანტი და მას – დედობრივი ტალანტი ჰქვია”. – ილია შეველევი
* * *
12. „პირველი საჩუქარი, რასაც დედა გვიძღვნის – სიცოცხლეა; მეორე – სიყვარული, ხოლო მესამე – ურთიერთგაგება”. – დონა ბრაუერი
* * *
13. „ყოველი დედა პოტენციური სიცოცხლის მატარებელია”. – რევილ ალეევი
* * *
14. „დედა – სიყვარულის სინონიმია”. – ე.ლეგაუვე
* * *
15. „დედობრივი სიყვარული – ის ბაღია, სადაც ყოველთვის ანათებს მზე და მუდმივად სუფევს გაზაფხული”. – მ.პიეზო (ავტორი გენია.ჯი)
* * *
16. „დედის ხელოვნება – შვილის ცხოვრებისეული ხელოვნების შესწავლაში მდგომარეობს”. – ე.ჰეფნერი
* * *
17. „დედების უმრავლესობა – ინსტიქტური ფილოსოფოსები არიან”. – ჰარიეტ ბიჩერ-სტოუ
* * *
18. „ვერც ერთი საჩუქარი ვერ იქნება იმის საპირწონე, რაც დედამ გვაჩუქა – სიცოცხლე”. – უცნობი ავტორი
* * *
19. „თუკი გიყვართ საკუთარი დედა, არასოდეს შეურაცხყოთ სხვისი დედა”. – უცნობი ავტორი
* * *
20. „ყოველ ადამიანს ჰყავს ღმერთი და მას სახელად – დედა ჰქვია”. – გეორგი ალექსანდროვი