“იამატო-ნადეშიკო”
“იამატო-ნადეშიკო” - ინგლისურ ენაზე ”Yamato nadeshiko”,იაპონური ენიდან ითარგმნება,როგორც “იაპონური მიხაკი”.იგი წარმოადგენს იდიომატიკურ გამოსახულებას იაპონურ ენაში,რომელიც აღნიშნავს პატრიარქალურ იდეალს ქალისა,ტრადიციულ იაპონურ საზოგადოებაში.მას ასევე მოიხსენიებენ სხვადასხვა სახელებითაც – “იაპონელი ქალი”,”იაპონიის ქალიშვილი”,”იაპონური ქალურობის ყვავილი” და “იდეალური იაპონელი ქალი”. (ავტორი გენია.ჯი) ასეთ ქალებში მიჩნეული იაპონელი მანდილოსნებისათვის,უმთავრესი და ყველაზე უმაღლესი ინტერესი ოჯახია.შესაბამისად,ყველა საკითხში იგი ლიდერობას,ოჯახის მამრობითი სქესის წარმომადგენელს ანიჭებს.მასში თავმოყრილი უნდა იყოს – ერთგულება,სიბრძნე,მორჩილება,სახლის მეურნეობის წარმართვის კარგი უნარი,თავაზიანობა,სათნოება და ქალურობა. (ავტორი გენია.ჯი) მან არ უნდა გაანაწყენოს მეუღლე,იმ შემთხვევაშიც კი,თუ ის დამნაშავეა და უნდა ეცადოს თავისი გონიერებით გამოსავალი ეძიოს მის გასასამარტლებლად.მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, “იამატო-ნადეშიკო”-ს იდეალი,ჩართული იყო საომარ პროპაგანდაშიც კი: ასეთი ტიპის ქალი,ვალდებული გახლდათ მორჩილად გადაეტანათ ვნებები,სიღარიბე თუ სხვა გასაჭირი მეუღლესთან ერთად,იქნებოდა ის სამხედრო პირი თუ საზოგადოების სხვა ფენის წარმომადგენელი.გარდა ამისა,”იამატო-ნადეშიკო” მუდმივად მზად გახლდათ ჩართულიყო ბრძოლაში და საკუთარი სიცოცხლე გაეღო ოჯახის,ღირსების,პატიოსნებისა და სამშობლოს გადარჩენისათვის.