გრიგოლ რობაქიძე – „სტალინის” შესახებ წერდა…

1. „ლენინმა განსაკუთრებული სახელი უწოდა სტალინს – „ლეგენდარული ქართველი”. ლეგენდარული ჭარბად იყო სტალინში,ოღონდ ქართული – მეჩხერად”.

* * *

2. „სტალინი გველივით იცვლიდა კანს და ამით ხელშეუხებლად ინახავდა შინაგან არსებას, მაგრამ თავდაცვის სხვა ხერხიც ჰქონდა: სინამდვილის გაბაიბურება”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

3. „სტალინიც მოექცა ნიჰილისტების გავლენის ქვეშ და გატაცებით შეუდგა ბუნების მეცნიერებათა შესწავლას. ღრმად სწამდა, რომ ეს შტუდიები უღმერთობამდე მიიყვანდნენ. არსებითი ეს იყო: თუ ღმერთი მოკვდებოდა, თავისუფლებას მოიპოვებდნენ. იგი ვერ მიხვდა, რომ ღმერთისაგან მოწყვეტილ, უღმერთო ადამიანს ღმერთთან ერთად იმავე დროს სამყაროსთანაც უნდა გაეწყვიტა ყოველგვარი კავშირი. შესაძლოა, ქვეცნობიერად სტალინს სწორედ ეს სურდა. თუ დაირღვეოდა საკრალური კავშირი საგნებს შორის, მაშინ თვითონ სიცოცხლე აღმოჩნდებოდა საფრთხეში. ის, ვისაც სიცოცხლე თავიდანვე სტანჯავდა, ანგარიშში არ ცდებოდა”.

* * *

4. „სტალინი სიცოცხლის მიმართ მტრულად იყო განწყობილი და ყველგან მტრები ელანდებოდა. მისთვის, მტრის დასაძლევად ორი რამ იყო საჭირო: თავდაჭერილობა და ირონია. მისი თავდაჭერა იოგებისას ჰგავდა, ხოლო მისი ირონია – უბადლო იყო. ნელა, გაუნძრევლად, გულგრილად აღიზიანებდა იგი მოწინააღმდეგეს, აქეზებდა, დასცინოდა, წყობიდან გამოჰყავდა. ის ცილისწამებითა და დამცირებით სპობდა თავის მტრებს. ამაში იგი სასტიკი იყო”.

* * *

5. „სტალინს არ ჰყოლია არც ერთი მეგობარი, რადგან ასეთი ვინმე – მეგობარიც რომ ყოფილიყო – სამუდამოდ მის ქვეშევრდომად უნდა დარჩენილიყო”. – (ავტორი გენია.ჯი)