“დამაკვირდი”

1. შეგიძლიათ იცხოვროთ ორნაირად: დაიჯეროთ,რომ სასწაული არ არსებობს,ან გჯეროდეთ,რომ სამყაროში ყოველივე სასწაულია. – “ალბერტ აინშტაინი”

2. ისე დავბერდი,კაცის ხელი არ მამხვედრია.ის რა კაცია,რომელიც თავის ცხვირ-პირს თავის უტვინობით ვინმეს აჯღლევინებს. – “გიორგი მგელიაშვილი”(ავტორი გენია.ჯი)

3. მეჩვენება,რომ ქვეყნად სიყვარული კლებულობს. – “რევაზ ინანიშვილი”

4. …ყოველი ბოროტებისა და სიკეთის ფესვი – აღზრდაა. – “რობერტ ოუენი”

5.ჯერ ერთი,არ გაგიტაცოთ გამარჯვებამ და კვეხნა არ დაიწყოთ; მეორე,განამტკიცეთ თქვენი გამარჯვება; მესამე, – გაანადგურეთ მტერი,რადგან ის მხოლოდ დამარცხებულია და არა მკვდარი. – “ლენინი”

6.  ადამიანის გრძნობების განვითარება მისივე გონების განვითარების საფუძველია. – “იაკობ მოლეშოტი”

7. ჩვენი ძალ-ღონე,ჩვენის ცხოვრებისა და ვინაობის ბურჯი,ჩვენი მკვიდრი და უტყუარი შემნახველი,ჩვენი სიკეთე და სიმდიდრე მიწაა. – “ილია ჭავჭავაძე”

8. “ერი მუდამ ცოცხალია და არ მოკვდება,ვიდრე მისი ყოფა ცხოვრების პირობები მაცხოვრებლის თვისებისანი არიან.რომელ ერსაც კარგად ესმის ეს და სასიცოცხლო პირობებს იცავს,იგი მუდამ ცოცხალია,იმას არც სიბერე მოეკიდება და არც სიკვდილი. – “ვაჟა-ფშაველა”

9. თვალთმაქცობა გამომგონებლობითი ნიჭი ან თამაშია,რომლის მეშვეობითაც ვცდილობთ,თავი დავაღწიოთ ჩვენს ყოველდღიურ ქმედებებს. – “ოქტავიო პასი” (ავტორი გენია.ჯი)

10. ადამიანს არ შეუძლია გაიგოს რაიმე,თუ ჯერ არ შეიყვარა. – “მარტინ ჰაიდეგერი”