ნიკიტა ხრუშჩოვი – “ჩვენ თქვენ დაგასამარებთ!”
“ჩვენ თქვენ დაგასამარებთ” - ინგლისურ ენაზე “We Will Bury You!”,წარმოადგენს საყოველთაოდ ცნობილ ისტორიულ ფრაზას,წარმოთქმულს საბჭოთა კავშირის “გენსეკის” – ნიკიტა ხრუშჩოვის მიერ,1956 წლის 18 ნოემბერს მოსკოვში,პოლონეთის საელჩოში სტუმრობისას და იგი განკუთვნილი გახლდათ დასავლეთის ქვეყნების ელჩებისადმი.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ აღნიშნული ფრაზა,ამოგლეჯილ იქნა კონტექსტიდან ჟურნალისტების მიერ,რამაც უდიდესი შეშფოთება და შიში გამოიწვია დასავლეთის ქვეყნების მაცხოვრებლებში.თავად სრული წინადადება ნიკიტა ხრუშჩოვის მიერ წარმოთქმული კი ასე ჟღერდა: “მოგწონთ თუ არა ეს,ისტორია ჩვენს მხარეზეა.ჩვენ თქვენ დაგასამარებთ!” (ავტორი გენია.ჯი) სპეციალისტების ვარაუდით “გენსეკი” ამ წინადადებაში გულისხმობდა “სოციალიზმის” ეფექტურობას,რომელიც საბოლოოდ გატეხდა და გაანადგურებდა “კაპიტალიზმს”.