14 წლის ლუკა – “უბრალოდ ნააზრევი”
“ტყუილი – ეს ხომ სიმართლეა… არც ერთი ტყუილი არ არსებობს,რომელიც სიმართლე არ არის და არც ერთი სიმართლე არ არსებობს,რომელიც ტყუილი არ არის.ალბათ გსმენიათ ისეთი ტყუილიც,რომელსაც მხოლოდ იმიტომ ამბობენ,რომ ცუდი არაფერი მოხდეს.ეს ის ტყუილია,რომელიც გარს აკრავს სიმართლეს და როდესაც შენ გარს გასცდები,აღმოჩნდები სიმართლის ზღვაში,სადაც ტყუილის გემები დაცურავენ.შიგნით კი,მართალი ხალხია,მაგრამ გემების საწვავია ტყუილი,ესე იგი ხელს უწყობს,რომ მართალი ტყუილის საშუალებით მიიყვანოს მიზნამდე.
მატყუარა შეიძლება ყველაზე მართალი აღმოჩნდეს და ყველაზე მართალი მატყუარა.
მაგრამ თუ ტყუილი სიმართლეა და პირიქით,მაშინ ჩვენ არ ვიცით ვინ არის მატყუარა და ვინ მართალი.ჩვენ ვერ განვსჯით… ეს მხოლოდ მორალია,რომელმაც შექმნა შავი და თეთრი,რომლის მიხედვითაც მოქმედებს კანონი ბრბოზე.კანონი შევქმენით ჩვენ.ჩვენ არა – თქვენ,ობიექტურმა ხალხმა.იმ ხალხმა,რომლებმაც ობიექტურობა შექმნეს და რომელთათვისაც,დანარჩენი ყველაფერი სხვა – სუბიექტურია.ესეც სასაცილოა,რადგან ვერც ერთი გენიალური სუბიექტური აზრი ვერ აღუდგება წინ კანონს.კანონი – ეს ხომ ლამაზი სახით წარმოდგენილი ტყუილთა ერთობლიობაა,რომელიც დარტყმას მხოლოდ სხვას აყენებს,თვითონ კი ყოველთვის ხელშეუხებელია…” (ავტორი გენია.ჯი)