ილია ჭავჭავაძის მიერ წარმოთქმული – “არტურ ლაისტის” სადღეგრძელო…
“დღეს ჩვენ შორის ბრძანდება უცხო კაცი და სტუმარი,უცხო და სტუმარი მარტო იმითი,რომ სხვიდამ მოსულია,ხოლო სულითა და გულით ჩვენი მახლობელია,ჩვენი თავისიანია.ამიტომ ორნაირად სასიხარულოა მისი ჩვენ შორის ყოფნა.ქართველმა იცის პატივისცემა უცხოსი და სტუმრისა და უფრო დიდი პატივისცემა თავისი სულით და გულის მახლობლისა და თავისიანისა,მაგრამ ჩვენ სხვა სიამოვნებაც უნდა მიგვიძღოდეს ამ შემთხვევაში! ბატონი არტურ ლაისტი ის კაცია,რომელმაც ჩვენდა სასახელოდ კისრად იდო,შუაკაცობა გაგვიწოს ჩვენსა და ევროპას შორის,რომელმაც იტვირთა – ჩვენ გულში ამონაწები სიტყვა,ჩვენი ჭკუისა და გონების საუნჯე,ჩვენი სულიერი ძალ-ღონე აცნობოს იმ ხალხთ,რომელნიც ქვეყნის წარმატების გზაზედ მეთაურნი და მესვეურნი არიან.თუ აქამომდე შორიდან ვუყურებდით ბატონ ლაისტს,დღეს აქ მობრძანებულა,რომ ახლოს გაცნობილი ქართველი უფრო მეტად შეიყვარებს თავის თავსა.იმედია,რომ ამ სიყვარულით ჩაგონებული პირუთვნელი სიტყვა ბატონ ლაისტსა მოჰფენს მთელს განათლებულ ქვეყანას იმ ამბავს,რომ შორს სადღაც არის ერთი პატარა სამოთხე,რომელსაც საქართველო ჰქვიან, და იმ პატარა სამოთხეში,ჰსცხოვრობს ერთი პატარა ერი,რომელსაც უცემს დიდი გული კაცობრიობის წარმატებისა,სიკეთისა და ბედნიერებისათვის.ღმერთმა აცოცხლოს ბატონი ლაისტი!” (ავტორი გენია.ჯი)
P.S. არტურ ლაისტი წარმოადგენდა იმ დიდ გერმანელ მწერალს,პუბლიცისტსა და მთარგმნელს,რომელიც ნახევარი საუკუნის მანძილზე დასავლეთ ევროპას აცნობდა ქართული მწერლობის უნიკალურ საუნჯეებს. 1884 წელს იგი საქართველოს სტუმრობდა,რა დროსაც სხვა გამოჩენილ ქარველებთან ერთად გაეცნო ილია ჭავჭავაძეს,რომელმაც იგი 1884 წლის 1 ივნისს საკუთარ სახლში სადილად მიიწვია.სწორედ ამ დროს იქნა ზემოაღნიშნული სადღეგრძელო წარმოთქმული,საქართველოს “უგვირგვინო მეფის” მიერ. (ავტორი გენია.ჯი)