ნიკო ნიკოლაძის ნააზრევი…

“ძველი თაობა ვერ მიხვდა,რომ ‘საზოგადოებრივი წესი და წყობილება ადამიანიდან შეუცვლელი კი არ ყოფილა,ის თურმე კაცის ხელით შექმნილა და კაცის ხელითვე შეიცვლება,რომ კაცობრიობას ბედად როდი დაჰყოლია ამ ქვეყანაზე ტანჯვა და უსარგებლო გაჭირვება,რომ სიღარიბე კაცის უმეცრების საზომია.ძველი თაობის მიერ დანერგილი განათლების სისტემა ფაქტებით ტიკჭორასავით გატანილ ახალგაზრდაში ზნეობით მხარეს არ ზრდიდა.მოსწავლეს ფაქტებს აჩვენებდნენ,მაგრამ არავინ სცდილობდა მასში ხასიათი და ზნე აეზარდა,პატიოსნების კანონები გულში ჩაენერგა,პატიოსანი შრომისათვის შეეჩვია და მოქმედების მიზნათ მხურვალე საზოგადოებრივი გრძნობა დაეარსა.მარტო სწავლა,რაგინდ სრული და მტკიცე იყოს,კაცს კაცად ვერ გახდის,თუ იმას გრძნობა და ხასიათი არ მოსდევს,თუ მის მოქმედებას მტკიცე ბეჭედი არ ასვია”. (ავტორი გენია.ჯი)

***

“ადამიანურ შესაძლებლობას აღემატება თანამედროვე ადამიანთა გარდაქმნა მორჩილ და ყველაფრის ამტან ბატკნებად”.

***

“მსოფლიო განახლდა და განთავისუფლდა არა წყევლა-კრულვის შედეგად,არა მისტიკოსებისა და ოკულტისტების მიერ,არა ძალადობის წყალობით,არამედ გონებისა და ცოდნის საფუძველზე.ჩვენ უთუოდ უნდა გავუთანასწორდეთ მათ,რისთვისაც აუცილებელია განათლება,ბუნებისა და საზოგადოების კანონების ზედმიწევნით ცოდნა.ბუნებისა და საზოგადოების არსებობა ერთმანეთზეა გადაჯაჭვული და ორივე მკაფიო კანონზომიერებას ექვემდებარება: “ბუნებაში ყოველიფერი ბუნების კანონს ემონება და მისგან იღებს თავის ძალასა და სიცხოველეს,ისე საზოგადო ცხოვრება თავის უნებურად და უცოდნელათ,ასრულებს საზოგადოების მეცნიერების კანონებს და უსაყვედუროთ,უცილობლათ მისდევს მას”.

***

“ქვეყანაში ჯერ არც ერთი სიკეთე,არც ერთი სასარგებლო საქმე არ გარიგებულა უხეირო და სუსტი კაცის ხელით,არც ერთი ამაღლებული აზრი არ დაბადებულა მის თავში.რაც კაცობრიობას სახეირო და სასარგებლო რამ ღირსებია თავის სიცოცხლეში,ეს ყველაფერი გაუკეთებია მისთვის მაღალი პატიოსანი ხასიათის პირებს,რომელნიც თავიანთი აზრით,მოქმედებით და ხასიათით ამშვენიერებენ,აუკეთესებენ და ასახელებენ კაცობრიობას.უწმინდური ხელით წმინდა რამ თავის დღეში არ გაკეთებულა”. (ავტორი გენია.ჯი)

***

“ყოველი ადამიანი და განსაკუთრებით გონება-გახსნილი,განათლებული კაცი თავის ხალხში უნდა მუშაობდეს და უნდა მოქმედებდეს”.

***

“მე იმ პირებს არ ვეკუთვნი,რომელნიც ფიქრობენ,რომ შენთვის სარგებლობის მოტანა მარტო შენს საკუთარ ენაზე შეიძლება,მარტო შენს საკუთარ სახლში,შენთან ჯდომით და ლაპარაკით… ქართულ ენაზე გემსახუროს კაცმა,თუ გინდა თათრულზე,ოღონდ კი შენი უფლებები დაიცვას,შენი მდგომარეობა გააუმჯობესოს,შენი ძალა აღადგინოს და შენს მტერს მეხი დასცეს”.

***

“რომელი გონიერი კაცი დაიწყებს ქადილს,რომ დედაჩემს პატივს ვსცემო,კარგად ვასმევ და კარგად ვაჭმევო,მის ხეირიანად რჩენას ვცდილობო,მისი კეთილდღეობისთვის ვშრომობო? ხომ არავინ? ხეირიან და გონიერ საზოგადოებაში სწორედ ამნაირათვე საუკადრისო იქნებოდა ქადილი,რომ მამულს ვემსახურებიო.თქვენ წარმოიდგინეთ,რა სიცილს და ხარხარს დააყრიან საფრანგეთში ან ინგლისში იმისთანა კაცს,რომელიც იმის თქმას გაბედავდა – ჩემი მამული მიყვარს და ჩემი სამშობლოს სიკეთისათვის ვშრომობო!.. ეს საყოველთაო მოვალეობაა,ისეთი,რომელიც ყოველ ხეირიან კაცს,ვინც ხეპრე,ქურდი ან უსულო არ არის,უნდა ჰქონდეს, და იმაზე უმეტესი სიტუტუცე რაღა იქნება,კაცი პირდაპირ ამტკიცებდეს,არც ხეპრე,არც ქურდი,არც უსულო ვარო”.

***

“ყოველთვის იგივე ვყოფილვარ,რაც დღესა ვარ: ერთგული,ანგარიშიანი მწყემსი ქართველობის სიკეთისა,შეურიგებელი მტერი ყოველი მიმართულებისა,რომელიც საქართველოს ქონებას სხვის,უცხოეთის მიზანს თუ საქმეს სწირავს”. (ავტორი გენია.ჯი)