მარია ევა დუარტე პერონი – “არგენტინის დედა”
მარია ევა დუარტე პერონი (1919-1952 წელბი) – წარმოადგენდა არგენტინის პრეზიდენტის ხუან დომინგო პერონის მეორე მეუღლეს,ქვეყნის პირველ ლედისა და დღემდე,ლათინური ამერიკის ერთ-ერთ ყველზე ცნობილ და პოპულარულ ქალბატონს.მარიას ბავშვობის ოცნებას მსახიობობა წარმოადგენდა,თუმცა მისი ცხოვრება ისე წარიმართა,რასაც ფანტაზიებშიც კი ვერ წარმოიდგენდა.ოთხი წლის ასაკში,ადუღებული ზეთით სავსე ტაფა გადაექცა.ექიმების მოსაზრებით,აღნიშნული დამწვრობა მას საბოლოოდ დაამახინჯებდა,თუმცა მოხდა საოცრება და ბავშვს რამდენიმე ხანში,დამწვრობის არარანაირი კვალი აღარ აჩნდა. (ავტორი გენია.ჯი) 15 წლის ასაკში,ბუენოს-აირესში ისე გაემართა,რომ ერთი გროშიც კი არ ჰქონია.მის მიმართ,მამამისი – ხუან დუარტე,იმთავითვე უარყოფითად იყო განწყობილი (ამბობდნენ,რომ ის მარიას საკუთარ შვილადაც კი არ აღიარებდა) და ყურადღებასაც არ აქცევდა მას.მიუხედავად უდიდესი ეკონომიკური სიდუხჭირისა,მარიამ დედაქალქში თავის დამკვიდრება მაინც მოახერხა.ერთი წლის მანძილზე იგი,თეატრების წინ ნამცხვრებს ჰყიდდა და ამით ირჩენდა თავს.რამდენჯერმე სცადა ოფიციანტად,მანეკენად და მსახიობად მუშაობის დაწყება,თუმცა ვერც ეს მოახერხა.მის პროვინციულ აქცენტს,ხშირად დასცინოდნენ,რაც მარიას გაღიზიანებას იწვევდა.თუმცა,ასეთი დამოკიდებულება,კიდევ უფრო მეტ ენთუზიაზმს აძლევდა,იმისათვის,რომ ცხოვრებაში რაიმე წარმატებისათვის მიეღწია.მის ცხოვრებაში კი,გარდატეხა 1943 წელს მოხდა.იმ პერიოდში,ორსული მარია თაყვანისმცემელმა მიატოვა და იგი იძულებული გახდა აბორტი გაეკეთებინა.არგენტინაში,აბორტები იკრძალებოდა,რის გამოც მას,აღნიშნული პროცედურის ჩატარება “იატაკქვეშ” მოუწია.ამ მოვლენამ ის კინაღამ შეიწირა კიდეც.იმავე წელს,არგენტინაში პოლკოვნიკ – ხუან დომინდო პერონის მიერ სამხედრო გადატრიალება განხორციელდა.მაშინ,იგი ვერც კი წარმოიდგენდა,რომ მისი ბედი სამუდამოდ დაუკავშირდებოდა პერონს.მიუხედავად იმისა,რომ მარია დიდი სამსახიობო ტალანტით ვერ დაიკვეხნიდა,მაინც დართეს ნება მთავარი როლი განესახიერებინა რადიო-დადგმაში – “ისტორიის გმირები”.სწორედ აღნიშნულმა მოვლენამ განაპირობა,მანამდე ყველასაგან მიტოვებული დუარტეს პოპულარობა. 1944 წლის 22 იანვარს,ერთ-ერთ საქველმოქმედო საღამოზე გამართულ მიღებაზე,რომელსაც პოლკოვნიკი პერონიც ესწრებოდა,მარია მასთან მივიდა და მხოლოდ ერთი ფრაზა უთხრა: “მადლობა თვენ,რომ არსებობთ!” პერონს,ულამაზესი დუარტეს ქალი იმთავითვე ძალიან მოეწონა და იმავე საღამოდან,მარიასა და პერონის ბედი საბოლოოდ დაუკავშირდა ერთმანეთს.მარიას წარმატებები კოლოსალური სისწრაფით იზრდებოდა.რამდენჯერმე მთავარი როლი მიიღო,რიგ არგენტინულ მხატვრულ ფილმებში.შესაბამისად იზრდებოდა მისი ჰონორარებიც.გარდა ამისა,იზრდებოდა მისი განუზომელი სიყვარული პერონის მიმართაც.მის ერთ-ერთ პერონისადმი მიწერილ წერილში ვკითხულობთ: “მე,შენი ერთგული ვარ.ღმერთმა,რომ ეს ბედნიერება წამართვას და თავისთან წამიყვანოს,იცოდე,რომ მე ზეციდანაც ვილოცებ შენთვის”.მისმა სიყვარულმა,იგი ერთი პროვინციელი და მოწიწებული ქალიდან ულამაზეს და გავლენიან ქალბატონად აქცია.რადიოში მუშაობისას,ყოველთვის ხოტბას ასხამდა პერონსა და მის პოლიტიკას,რის შედეგადაც ათასობით ადამიანი განაწყო მის მიმართ დადებითად.იგი აცხადებდა: “ჩემი მუდმივი იდეალებია: ჩემი ერი და პერონი.მე ხელში ვიღებ პერონის საქმეების ბაირაღს”.არგენტინაში,მარიას პოპულარობა და ხალხის სიყვარული დღითიდღე იზრდებოდა.სწორედ მისი უდიდესი დამსახურება გახლდათ ისიც,რომ პოლკოვნიკის – ხუან დომინგო პერონის პოლიტიკისადმი მოსახლეობა ერთობ დადებითად განეწყო. 1945 წელს,არგენტინაში განვითარებული კიდევ ერთი სამხედრო გადატრიალებისას,პერონი დაკავებულ იქნა.ეს კი გადამწყვეტი მომენტი აღმოჩნდა,მათი ურიერთობისათვის.სწორედ იმ პრიოდში მიიღო პერონისაგან ციხეში დაწერილი წერილი,რომელიც შემდეგი სიტყვებით ბოლოვდებოდა: “მე ახლა მივხვდი,თუ როგორ მყვარებიხარ.იცოდე,რომ,როგორც კი განვთავისუფლდები ცოლად შეგირთავ!” ამ წერილის მიღების შემდეგ,მარია კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთო პოლიტიკაში და აცხადებდა,რომ პერონთან ერთად “ხუნტამ” არგენტინის მომავალიც დააპატიმრა.ქვეყანა მასობრივმა არეულობებმა მოიცვა,რის შემდეგაც პერონი გაანთავისუფლეს.ამ ბრძოლას კი,სათავეში – მარია ევა დუარტე უდგა.იმავე წელს,ისინი დაქორწინდნენ.არგენტინაში მიმდინარე არჩევნებისას,სადაც პრეზიდენტის პოსტისათვის პერონიც იბრძოდა,მარია მეუღლეს გვერდიდან არ მოცილებია.ყველა აღნიშნავდა,რომ პერონის გაპრეზიდენტება,სწორედ მისი ულამაზესი მეუღლის დამსახურება გახლდათ.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ საარჩევნო კამპანიისას,მარია დუარტე-პერონი,არგენტინელ ერს არა მარტო ქვეყნის მომავალზე,არამედ პერონისადმი მის უდიდეს სიყვარულზეც ესაუბრებოდა. 1946 წელს პერონმა არჩევნებში გაიმარჯვა.ისტორიკოსები წერდნენ,რომ ევიტას საკმაოდ ძლიერი პოლიტიკური ინტუიცია გააჩნდა,რასაც ერთობ აქტიურად და ეფექტურად იყენებდა კიდეც”.
“პირველი ლედის” ყოველი მოქმედების წუთი,მკაცრად იყო განსაზღვრული.იგი ყოველთვიურად ათასობით არგენტინელს იღებდა და მათი პრობლემებით კავდებოდა.მის უმთავრეს ღირსებას,გაჭირვებული მოსახლეობისადმი დახმარების გაწევა წარმოადგენდა.სწორედ მისი ინიციატივით მიიღო არგენტინის პარლამენტმა რამდენიმე ისეთი კანონი,რომელიც მუშათა კლასისა და ღარიბი სოციალური ფენის მოსახლეობის საკეთილდღეოდ იყო გათვლილი. 1946 წელს,მანვე დააარსა საქველმოქმედო ორგანიზაცია,რომელიც დიდ დახმარებას უწევდა ქვეყნის ყველაზე გაჭირვებულ მოსახლეობას.იგი თავად განკარგავდა ფონდის თანხებს: აგებდა ახალ საავადმყოფოებს,სკოლებს,ბავშვთა სახლებს,ათასობით ადამიანებს ეხმარებოდა ფინანსურად და უგზავნიდა საჩუქრებს.როგორც სტატისტიკოსები ირწმუნებიან,მარია დუარტე პერონმა,თავისი მოღვაწეობის მანძილზე 2 000 სახლი გადასცა უსახლკაროებს, 3 500 სტუდენტს დაუნიშნა სტიპენდია,მონათლა 7 500 ბავშვი და სხვა.
მარია – თავისი უდიდესი კეთილშობილების გამო (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით),იმდენად უყვარდა არგენტინელ ერს,რომ მისთვის ლოცულობდა კიდეც.გარდა ამისა,ყველა ღარიბ ოჯახში “პირველი ლედის” დიდი სურათები,ყველაზე საჩვენებლ ადგილას იყო გამოფენილი.თუმცა აქვე მინდა ავღნიშნო,რომ ეს მის მიმართ უდიდესი სიყვარულით იყო გამოწვეული და არა რაიმე ძალდატანების შედეგად. (ავტორი გენია.ჯი) მას,არგენტინელები – “არგენტინელი ერის დედას”,”იმედის მატარებელსა” და “ერის სულიერ წინამძღოლს” უწოდებდა.მიუხედავად იმისა,რომ მარია ღარიბი მოსახლეობის კუმირი იყო,არისტოკრატებსა და მდიდრებში,ისეთივე წარმატებული სახელით ვერ სარგებლობდა.ისინი მარიას შესახებ უამრავ ცრუ ინფორმაციას ავრცელებდნენ და მას კორუფციაში სდებდნენ ბრალს.გარდა ამისა,დასცინოდნენ იმასაც,რომ ღარიბებთან შეხვედრაზე ძვირფასი ტანისამოსით და სამკაულებით ცხადდებოდა.თუმცა,თავად ღარიბები ამას არად დაგიდევდნენ და ყოველთვის აღნიშნავდნენ,რომ მარიას თვალები მათთან შეხვედრისას ცრემლებით იყო სავსე.
1947 წელს,მარია ევროპაში გაემგზავრა,რა დროსაც ხანგრძლივი აუდიენცია ჰქონდა რომის პაპთან; ამავე დროს დაჯილდოვებულ იქნა ორდენით – გენერალი ფრანსისკო ფრანკოს მიერ,ჟურნალმა TIME-მ კი,იგი “მიუწვდომელად” მოიხსენია.ცნობილია ისიც,რომ იმავე წელს,მარია შეხვდა საყოველთაოდ ცნობილ ბერძენ მილიარდელს – არისტოტელე ონასისს.ოფიციალური სადილის შემდეგ,იგი ონასისის უმდიდრეს ვილაზე მიიწვიეს.დილით,მარიამ ონასისისათვის თავად დაამზადა ომლეტი.როგორც შემდგომ ონასისი ამბობდა,ეს გახლდათ ყველაზე ძვირფასი კერძი,რაც კი ოდესმე მისთვის მიურთმევიათ.აქვე აღსანიშნავია ისიც,რომ ონასისმა,მარიას საქველმოქმედო ფონდში 10 000 ამერიკული დოლარი გადარიცხა.მარია ევა დუარტე პერონის ცხოვრებისეულ დევიზს წარმოადგენდა შემდეგი სიტყვები: “საქმისადმი ფანატიკური ერთგულება – ყველაზე მთავარი რამ არის.ფანატიზმის გარეშე ვერასოდეს ვერაფერს მიაღწევ!”
მარია ევა დუარტე პერონმა,რომელმაც იცოდა მისი საშინელი დაავადების შესახებ,საკუთარი ერისადმი უკანასკნელ მიმართვაში განაცხადა:
” – მე,ვერასოდეს შევწყვეტ მადლიერებას პერონისადმი,რადგან სწორედ მან მომცა ცხოვრებაში იმის საშუალება,რომ განმეხორციელებინა ჩემი ყოველი ჩანაფიქრი.ჩემი სიცოცხლე ეკუთვნის ჩემს ერსა და პერონს.ისინი ხომ,ჩემი ცხოვრების მუდმივი იდეალები არიან.არ იტირო არგენტინავ ჩემს გამო.მე მივდივარ,თუმცა გიტოვებ ჩემთვის ყველაზე ძვირფასს – ხუან დომინგო პერონს!”
ლათინური ამერიკის ყველაზე გავლენიანი და პოპულარული ქალი – მარია ევა დუარტე პერონი გარდაიცვალა 1952 წლის 26 ივლისს,საშვილოსნოს კიბოს შედეგად.მისი ცეხადრი კი მუმიფიცირებულ იქნა.
მთელი არგენტინა დასტიროდა “უკვდავებაში” შებიჯებულ – “არგენიტინის დედას”.ყველა სახელმწიფო შენობაზე გლოვის ნიშნად დაშვებულ იქნა სახელმწიფო დროშები.არგენტინელი ერი გლოვობდა მისთვის უსაზღვროდ დამაშვრალ “პირველ ლედის”.
მოგვიანებით,რომის კათოლიკურ ეკლესიაში 40 000 წერილი შევიდა,სადაც მორწმუნე არგენტინელი კათოლიკეები,მარია ევა დუარტე პერონის წმინდანად შერაცხვას მოითხოვდა,თუმცა პასუხი აღნიშნულ საკითხზე ჯერ-ჯერობით არ ჩანს. (ავტორი გენია.ჯი)
მარია ევა დუარტე პერონი და ხუან დომინგო პერონი