ლეხ ვალენსას ინტერვიუდან…

“დავიწყოთ იქიდან,რომ თავდაპირველად ძალიან კარგი ელექტრიკოსი ვიყავი.მე მიყვარდა ჩემი პროფესია და ბოლომდე ვიყავი მასში გარკვეული.სწორედ ამიტომ არავის შეეძლო ჩემთვის ეთქვა,რომ მე არ მქონდა უფლება მშრომელთა მასის ინტერესების დაცვისა. რომ მე დაუმსახურებლად გავხდი ლიდერი.ვერც იმას წამომაძახებდნენ,თითქოს ეგოისტური ან კარიერული მიზნები მამოძრავებდა.ჩემს მეგობრებს ჩემდამი რწმენა გააჩნდათ.მათ იცოდნენ: მე ერთი იმათგანი ვიყავი და მათ ზემოდან არასოდეს დავხედავდი მათ.მე მწამს და დარწმუნებული ვარ,რომ დაჯილდოვებული ვარ უნარით,მოვუსმინო ხალხს და ვიგრძნო ის,თუ რა სურთ მათ.როდესაც ელექტრიკოსი ვიყავი,ჩემთვის უცხო იყო პოლიტიკური თამაშები და ხელოვნური ღიმილი,თუმცა რაც უფრო მაღლა მივიწევდი,მით უფრო რთული ხდებოდა ჩემთვის ცხოვრება აღნიშნული თვისებების გარეშე.ერთადერთი,რაც მშველოდა შრომისადმი ჩემი დამოკიდებულება გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) ვცდილობდი,რაც შეიძლება მეტად და ხარისხიანად მემუშავა.

ღრმადა ვარ დარწმუნებული,რომ პოლიტიკის კეთება სუფთა ხელებითაც არის შესაძლებელი.პოლიტიკაში მომსვლელმა უნდა იცოდეს,რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში მისი ცხოვრება ყველასათვის საჯარო გახდება.თუკი გსურს,რომ შენი პირადი ცხოვრება საჯარო არ გახდეს და დაცული იყოს,მაშინ აუცილებლად უნდა დატოვო პოლიტიკა.

ვფიქრობ,რომ ცხოვრება ფეხბურთის თამაშს ჰგავს: თუკი ერთვები თამაშში,უნდა იცოდე,რომ შესაძლებელია გაიმარჯვო,ან კიდევ დამარცხდე.ამ დროს ყველაფერი შენზე არ არის დამოკიდებული.ფაქტია,რომ ჩვენ გავიმარჯვეთ კომუნისტურ სისტემაზე და ჩვენ გამარჯვებული ვართ.

სიმართლე გითხრათ,ჩემს ბედნიერ დღეს დღემდე ველი.ის რაც იყო ადრე,წარსულს ჩაბარდა.მე ველი,თუ როდის გახდება ევროპა ბევრად უფრო სოლიდარული და შემჭიდროვებული.როდის შევიგნებთ იმას,რომ თანაცხოვრება ერთმანეთის გარეშე წარმოუდგენელია.როდის მივხვდებით იმას,რომ ერთმანეთთან დავით,მხოლოდ მესამე ძალა რჩება მოგებული” (ავტორი გენია.ჯი)