მარ-ო-სონჟის ჭაობი
მარ-ო-სონჟის ჭაობი – წარმოადგენს ინდოეთის ოკეანის დასავლეთ ნაწილში მდებარე,მავრიკის კუნძულზე (მავრიკის რესპუბლიკა) განთავსებულ მცირე მოცულობის მქონე ჭაობს.იგი,ბლუი-ბეის ყურის სანაპიროდან სულ რაღაც ერთ კილომეტრში მდებარეობს და განთავსებულია ზღვის დონიდან 0,50 მეტრ სიმაღლეზე.ფრანგული ენიდან – მარ-ო-სონჟი ითარგმნება,როგორც – “ოცნებების ტბორი”.გარდა ამისა,მავრიკის რესპუბლიკაში,სიტყვა Songe-ს უწოდებენ ნიუკასებრთა ოჯახის ერთ-ერთ უძველეს მრავალწლოვან მცენარეულ კულტურას – ტაროს.რიგი ისტორიკოსთა აზრით,აღნიშნული კულტურა კუნძულზე შესაძლოა ფრანგების მიერ იყოს შეტანილი,რადგან მისი მსხვილი გორგლით,რომელიც ოთხ კილოგრამს აღემატება,კუნძულზე შაქრის პლანტაციებში მომუშავე მონები გამოეკვებათ. (ავტორი გენია.ჯი) მარ-ო-სონჟის ჭაობის საერთო ფართობი 0,0186 კვადრატული კილომეტრია.წყლის მაქსიმალური სიღრმე კი 10 მეტრს უტოლდება.აღნიშნულმა ჭაობმა,განასკუთრებული ყურადღება სამეცნიერო წრეებში მას შემდეგ მიიქცია,რაც მის ფსკერზე აღმოჩენილ იქნა დღესდღეობით გადაშენებული უამრავი სახეობის ცხოველებისა და ფრინველების უამრავი ნაშთები.მათ შორის გახლავთ,მონოტიპური სახეობის არამფრენი ფრინველი – მავრიკული დოდო. 1865 წელს,მავრიკულ ქალაქ მაებურის სახელმწიფო სკოლის პედაგოგმა – ჯორჯ კლარკმა,30 წლიანი კვლევა-ძიების შედეგად მარ-ო-სონჟის ჭაობში აღმოაჩინა მავრიკული დოდოს სახეობის ფრინველის 300-მდე ნეშთი. 1889 წელს კი,თეოდორ სოზემ ჭაობის კვლევებისას,კიდევ უამრავი გადაშენებული სახეობის ცხოველებისა და ფრინველების ნეშთები აღმოაჩინა.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ მავრიკის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარე ჭაობში აღმოჩენილი დოდოს ნეშთები,თანამედროვე პერიოდში მსოფლიოს 26 მუზეუმშია წარმოდგენილი. 1943 წელს,მარ-ო-სონჟის ჭაობში მალარია გავრცელდა,რის გამოც ადგილობრივმა მოსახლეობამ მისი არსებობა დაივიწყა.თუმცა,2005 წელს ნიდერლანდელი და მავრიკელი მკვლევარების მიერ კვლავ განახლდა ჭაობის კვლევები.როგორც დადგინდა,დოდო აღნიშნულ ტერიტორიებზე დაახლოებით 4 235-4 100 წლის წინათ ბინადრობდა.დღესდღეობით,მარ-ო-სონჟის ჭაობის ტერიტორია შაქრის მწარმოებელი კომპანიის – “Mon Tresor Sugar Estate”-ს მფლობელობაშია.მიუხედავად ამისა,ჭაობის გამოკვლევა მეცნიერების მიერ,კვლავაც გრძელდება. (ავტორი გენია.ჯი)
მავრიკული დოდო