იათირი
იათირი – წარმოადგენს სამხრეთ-დასავლეთ აზიაში,ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ კიდეზე მდებარე – ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორიაზე განთავსებულ ერთ-ერთ უდიდეს ხელოვნურად გაშენებულ ტყის მასივს.მისი საერთო ფართობი 4 000 დუნამია (ფართობის,ანუ მიწის საზომი ერთეული ისრაელში,იორდანიაში,ერაყში,ლიბანსა და სხვა ქვეყნებში),რომელიც 4 000 ჰექტარის ექვივალენტია.იათირი განთავსებულია ჰერვონის მთიანეთში და მას უკავია ისრაელის სამხრეთში მდებარე ნეგევის უდაბნოს ჩრდილოეთი ნაწილიც. (ავტორი გენია.ჯი) იგი,ზღვის დონიდან 600-900 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს და ქვეყნის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში განთავსებული ტყის მასივია.აღნიშნულ ტყის მასივში,ხეების დარგვა და მათი მოვლა არაკომერციული კორპორაციის – “ებრაელთა ეროვნული ფონდის” მიერ ხორციელდება.განსაკუთრებული აქტიურობა,იათირის ტყის მასივის შექმნაზე 1964 წელს დაიწყო.სწორედ იმ პერიოდში იქნა დარგული აღნიშნულ ტერიტორიაზე უამრავი სახეობის ხე და მცენარე.ხის დარგვის ტრადიცია,იათირის ტყის მასივში,ყოველწლიურად გრძელდება.როგორც ვარაოდობენ,დღესდღეობით იათირის ტყის მასივში დაახლოებით 4 000 000-მდე ეგზემპლარი,სხვადასხვა სახეობის ხე და მცენარე ხარობს.მათ შორის – იერუსალიმის ფიჭვი,კიპარისი და მუხა.იათირის ტყის მასივი,ადგილობრივი მოსახლეობისათვის ერთ-ერთ საუკეთესო დასასვენებელ და განსატვირთ ადგილს წარმოადგენს.მის ულამაზეს ლანდშაფტში კი,სპეციალური ტურები ეწყობა ტურისტებისათვის.აღნიშნულ ტყის მასივს განსაკუთრებული ყურადრება ექცევა არა მარტო “ებრაელთა ეროვნული ფონდისაგან”,არამედ თავად ისრაელის სახელმწიფოსგანაც. (ავტორი გენია.ჯი)