ელ-პენიონ-დე-გუატაპე
ელ-პენიონ-დე-გუატაპე – რომელსაც ასევე,მოიხსენიებენ,როგორც – “პიედრა-დე-გუატაპე”,წარმოადგენს კოლუმბიაში მდებარე ანტიოკიის დეპარტამენტში განთავსებულ,განცალკევებით მდგომ ულამაზეს კლდეს.კერძოდ,იგი მდებარეობსკოლუმბიურ ქალაქებს – გუატაპესა და ელ-პენოლს შორის.კლდის მაქსიმალური სიმაღლე 220 მეტრს შეადგენს და იგი ზღვის დონიდან 2 135 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.მისი ასაკი 70 მილიონი წელიწადია.კლდე,ძირითადად შედგება შემდეგი ქანთმაშენი მინერალებისაგან – კვარცი,ქარსი და მინდვრის შპატები.ელ-პენიონ-დე-გუატაპეს სიახლოვეს განთავსებულია გუატაპეს წყალსაცავი.კლდის სიგრძე 380 მეტრია,სიგანე 100 მეტრი,ხოლო მასა კი 10 მილიონი ტონა.ინდიელთა ერთ-ერთი ტომი – მაჰამისები,რომლებიც ცხოვრობდნენ აღნიშნულ რეგიონში,ელ-პენიონ-დე-გუატაპეს კლდეს დიდ თაყვანს სცემდნენ და მას “მოჰარად” მოიხსენიებდნენ,რაც თარგმანით – “ქვას” აღნიშნავს. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია ის გარემოება,რომ იგი,1940-იან წლებში კოლუმბიის სახელმწიფომ თავისი დაცვის ქვეშ აიყვანა.გარდა ამისა,წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ღირშესანიშნავ ადგილს რეგიონისთვისაც.ელ-პენიონ-დე-გუატაპეს კლდის ქიმზე პირველი ასვლა,სამი ადგილობრივი მცხოვრების მიერ,ოფიციალურად 1954 წლის 11 ივლის განხორციელდა.მათ სურდათ,რომ კლდის ქიმზე თეთრი და დიდი ასოებით გამოესახათ სიტყვა – “GUATAPE”,თუმცა მათ მხოლოდ ორი ასოს – “G” და “I”-ს გამოსახვა შეძლეს (ქვემოთ განთავსებული სურათი). 1960-იან წლებში,კლდის ქვემოთ ბუნებრივი წყალსაცავი ჩამოყალიბდა.მოგვიანებით,კლდეზე ასასვლელად დამზადებულ იქნა 650 საფეხურის მქონე კიბე,რაც საშუალებას აძლევს ნებისმიერ მსურველს,მისი ქიმიდან ულამაზესი გარემო იხილოს.ცნობილია ისიც,რომ კლდის ქიმზე,აღმოაჩინეს ბოტანიკოსებისათვის მანამდე უცნობი სახეობის მცენარე,რომელსაც შემდგომ – “Pitcairma Heterophila” უწოდეს.დღესდღეობით - ელ-პენიონ-დე-გუატაპეს საოცარი კლდე,უამრავ ტურისტს მასპინძლობს და იგი,ერთობ პოპულარულ ადგილს წარმოადგენს არა მარტო რეგიონისათვის,არამედ ქვეყნისათვისაც. (ავტორი გენია.ჯი)