ერგი-შები

ერგი-შები – წარმოადგენს აფრიკული სახელმწიფოს მაროკოს სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ერთადერთ ერგს,მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ქვიშიან უდაბნოში – საჰარაში.ცნობისათვის,თავად სიტყვა – ერგი გახლავთ,უმეტესად აფრიკისა და არაბეთის უდაბნოებში გავრცელებული ქვიშიანი მასივების საერთო სახელწოდება.იგი უმთავრესად წარმოიქმნება რელიეფის დადაბლებულ ადგილებში და მოიხსენიებენ,როგორც – “დიუნების ველი”. (ავტორი გენია.ჯი) ერგი-შები,ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმულია 22 კილომეტრზე,ხოლო დასავლეთიდან აღმოსავლეთით 5 კილომეტრზე.მის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს სოფელი – მერზუგა,რომელიც ტურისტების მომსახურების ერთ-ერთ მთავარ ცენტრს წარმოადგენს.ერგი-შებში შემავალი დიუნების სიმაღლე 150 მეტრს აღწევს და ისინი ძირითადად ნარინჯისფერი შეფერილობისაა.მისი ლანდშაფტის განსაკუთრებული შეფერილობა და სილამაზე კი,ძალიან იზიდავს ტურისტებს.ცნობილია ისიც,რომ ერგი-შების ქვიშა რიგი ბუნებრივი პირობების გამოისობით მუდმივად მოძრაობაშია.რადგან ტურისტებისათვის რთული გახლდათ აღნიშნულ მარშრუტზე მოძრაობა და გადაადგილება,2000-იან წლებში მაროკოს ხელისუფლებამ – ერგი-შების ტერიტორიაზე ასფალტოვანი გზა დააგო ერ-რისანისა და მერზუგოს ოაზისებს შორის.გზის საერთო სიგრძე 34 კილომეტრს შეადგენს და იგი,ერთობ დიდ დახმარებას უწევს ტურისტებს გადაადგილდნენ და დატკბნენ,იმ საოცარი ბუნებრივი სილამაზით,რაც ერგი-შებშია წარმოდგენილი. (ავტორი გენია.ჯი)