არმან ჟან დიუპლეს რიშელიეს ბიოგრაფიიდან…
არმან ჟან დიუპლეს რიშელიე (1585-1642 წლები) – წარმოადგენდა იმ გენიალურ ფრანგ სახელმწიფო მოღვაწეს,რომელმაც საფრანგეთი გადააქცია ერთიან,ცენტრალიზებულ და დიდებულ სახელმწიფოდ.დავა იმის შესახებ,თუ სად დაიბადა რიშელიე,დღემდე გრძელდება.ისტორიკოსთა ერთი ნაწილი მიიჩნევს,რომ იგი საფრანგეთის დასავლეთით მდებარე ისტორიულ რეგიონში – პუატუში დაიბადა,მეორე ნაწილი კი,მიიჩნევს რომ – რიშელიე “საფრანგეთის გულში”,პარიზშია დაბადებული.თავად კარდინალი,საკუთარ თავს პარიზელს უწოდებდა.ის,რომ რიშელიე პარიზში დაიბადა,მრავალი ისტორიული დოკუმენტი მოწმობს,მათ შორის აღნიშნული ვერსიის დამადასტურებელი პირველი საბუთები ეკუთვნის – ლეონ ლაკრუას.ფაქტია,რომ მომავალი კარდინალის ოჯახი პუატუელ გაღარიბებულ მთავრებს წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი) ბავშვობიდანვე,რიშელიე ძალიან სუსტი ჯანმრთელობით გამოირჩეოდა.რაც ნიშანდობლივია,არის ის,რომ იგი თავის ავადმყოფობას პატარაობიდანვე – წიგნების კითხვით უმკლავდებოდა.ფაქტიურად,მთელ თავისუფალ დროს წიგნების კითხვას უთმობდა და თვითგანათლებას იღებდა.როგორც ვარაუდობენ,მისი თანდაყოლილი და მუდმივი თავის ტკივილი,სწორედ წიგნების განუზომელი რაოდენობის კითხვის შედეგად იყო გამოწვეული.
გარდა იმისა,რომ იგი სახელმწიფოს ფაქტიური მმართველი იყო,საკმაოდ კარგად ერკვეოდა დრამატურგიაში და წერდა კიდეც პიესებს.მათ შორის მის კალამს ეკუთვნის პიესა,სახელწოდებით – “მირიამი”,რომელიც დადგმულ იქნა პარიზის თეატრში.აღნიშნული პიესის დადგმას,საფრანგეთის დედოფალი ანა ავსტრიელიც ესწრებოდა.მის სახელთანვე ასოცირდება საფრანგეთში პირველი სამეფო ტიპოგრაფიის დაარსებაც.
კარდინალი რიშელიე,კატების განსაკუთრებული მოყვარული გახლდათ და ძალიან ბევრი კატაც ჰყავდა პალე-კარდინალის სასახლეში.ოსტორიას,მათი სახელებიც კი შემორჩა.მის უსაყვარლეს კატას – “მირიამი” ერქვა.გარდა ამისა,ჰყავდა შემდეგი სახელის მქონე კატებიც – “სუმიზი” (რომელიც თარგმანით – “მსუბუქ ყოფაქცევას” აღნიშნავს); “ლა-გაზეტე” და თაგვებზე საუკეთესო მონადირე – “ლუი დაუნდობელი”.ცნობილია ისიც,რომ კარდინალი რიშელიე გახლდათ პირველი ევროპელი,რომელმაც საკუთრებაში აიყვანა,დღეისათვის საყოველთაოდ ცნობილი – ანგორის ჯიშის კატა.მას,აღნიშნული კატა,სპეციალურად ჩამოუყვანა მეგობარმა ოსმალეთის იმპერიიდან,კერძოდ ანკარიდან.ანგორის კატას,კარდინალმა – “მიმი-პაილონი” უწოდა.ასევე ჰყავდა ბრიტანეთიდან სპეციალურად ჩამოყვანილი კატა,სახელად – “ფელიმორი”,რომელიც ძალიან ჩამოჰგავდა ვეფხვს. (ავტორი გენია.ჯი)
იცოდნენ,რა სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატებმა კარდინალის კატებით გატაცება,მას მრავალი სახეობის კატებს ჩუქნიდნენ.მათ შორის,პოლონეთის ელჩმა,სამშობლოდან ჩამოუყვანა კატა,სახელად – “ლოდოისკა”.თუმცა,კარდინალი განსაკუთრებით მაინც მოხიბლული გახლდათ შავი ფერის კატით,რომელსაც – “ლუციფერს” უწოდებდა.აღნიშნული სახელი,მან კატას იმიტომ შეურჩია,რომ იმ პერიოდში,როდესაც იგი განსაკუთრებული ძალისხმევით ებრძოდა ჯადოქრებსა და მაგიკოსებს,აღნიშნული კატა გვერდიდან ერთი წუთითაც კი არ სცილდებოდა.
არმან ჟან დიუპლეს რიშელიემ, 1631 წელს 2 000 ხელოსანის მობილიზების შემდეგ,საფრანგეთში დაარსა თავისი სახელობის მქონე პატარა ქალაქი-ციხესიმაგრე – “რიშელიე”.ხელოსნებს კი სათავეში ჩაუყენა საყოველთაოდ ცნობილი არქიტექტორი – ჟაკ ლემერსიე,რომელსაც მანამდე პარიზში ანაგები ჰქონდა – Palais-royal”-ის ტაძარი.უფლება იმისა,რომ კარდინალ რიშელიეს საკუთრი სახელობის ქალაქი აეგო,თავად საფრანგეთის მეფისაგან – ლუი XIII-გან მიიღო.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ რიშელიემ აღნიშნული ქალაქი იმ მიწაზე ააგო,რომელიც მის წინაპრებს ეკუთვნოდათ.აღნიშნული ქალაქი დღემდე არსებობს და მრავალ ტურისტსაც იზიდავს. (ავტორი გენია.ჯი)
კარდინალ რიშელიეს მიერ დაარსებული ქალაქი – რიშელიე