იოსიფ ბროზ ტიტოსა და სტალინის დაპირისპირებიდან…
იუგოსლავიის კომუნისტ მარშალსა და ქვეყნის მეტად ოდიოზურ ლიდერს – იოსეფ ბროზ ტიტოს (1892-1980 წლები), 1948 წელს სტალინმა ოფიციალურად მოთხოვა ბულგარეთთან ერთად კონფედერაციული სახელმწიფოს ჩამოყალიბება.ამ მოთხოვნაზე,საბჭოთა გენერალსიმუსს ბელგრადმა კატეგორიული უარი განუცხადა,რამაც სტალინსა და ტიტოს შორის ძალიან დიდი კონფლიქტი წარმოშვა. (ავტორი გენია.ჯი) ფაქტიურად,იუგოსლავიამ უარი განაცხადა საბჭოთა კავშირის კარნახით ემოქმედა.გარდა აღნიშნული უარისა,ტიტომ იუგოსლავიის არმია ალბანეთშიც გადაისროლა,ბერძენ პარტიზანთა წინააღმდეგ საბრძოლველად.სტალინი ვარაუდობდა,რომ დასავლეთის ქვეყნები კომუნისტური წყობილების მქონე იუგოსლავიას სხვა ქვეყნის ანექსიასა და აგრესიაში დასდებდნენ ბრალს,რაც კიდევ უფრო აღიზიანებდა საბჭოთა ხელისუფლებას.ისინი ვარაუდობდნენ,რომ კონფლიქტში ამერიკის შეერთებული შტატები ჩაერთვებოდა,რაც კიდევ ერთი “ცხელ კერას” წარმოშვებდა.ეს კი მოსკოვის ინტერესებში არ შედიოდა.აღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე,სტალინი ტიტოს მიმართ მეტად უარყოფითად განეწყო. 1948 წელს,იუგოსლავიიდან საბჭოთა კავშირში ყველა სპეციალისტი იქნა გაწვეული და დაბრუნებული,მათ შორის სამხედროებიც.იუგოსლავიასა და საბჭოთა კავშირს შორის მხოლოდ ფორმალური დიპლომატიური ურთიერთობები შენარჩუნდა.”წითელი იმპერიის” ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში ტიტოს მიმართ კრიტიკა და ნეგატიური განწყობა კულმინაციას აღწევდა.შესაბამისად,დღის წესრიგში – იოსეფ ბროზ ტიტოს “თანამდებობიდან ჩამოშორება” დადგა.მასიურმა საინფორმაციო შეტევამ,იუგოსლავიის ლიდერის მიმართ ფართო ხასიათი მიიღო.საბჭოთა ჟურნალ-გაზეთები აჭრელებული გახლდათ მისი კარიკატურებით.გარდა ამისა,იუგოსლავიის წინააღმდეგ დაიწყო ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებაც.ამავე პერიოდში,ტიტოს ჯანმრთელობა გაუარესდა.მას,სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა ნაწლავზე.სწორედ ამ დროს,შესთავაზა სტალინმა იუგოსლავიის ლიდერს საუკეთესო საბჭოთა ექიმების დახმარება. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულ წინადადებას იგი დათანხმდა.ტიტოს დაცვის უფროსის – გენერალ მარიან კრანიჩის ცნობების თანახმად,სტალინის ეს ნაბიჯი – “ტიტოს წინააღმდეგ შეთქმულების და მისი ფიზიკური ლიკვიდაციის ნაწილი იყო”.ოპერაციის გასაკეთებლად,იოსიფი ლუბლიანაში გადაიყვანეს.იქვე ჩავიდა ოთხი საბჭოთა ექიმიც (ორი ქირურგი და ორი მედდა-ანესთეზიოლოგი).ოპერაციის ჩატარების ღამესვე,პაციენტი ძალიან ცუდად გახდა.როგორც კრანიჩი ირწმუნებოდა,ექიმებმა ტიტოს ორგანიზმში სასიკვდილო ინექცია შეუყვანეს.იმავე დროს,წარგზავნილმა ექიმებმა მისთვის განმეორებითი ოპერაციის ჩატარება გადაწყვიტეს,თუმცა ბოლო მომენტში ამის უფლება ტიტოს დაცვამ მათ უკვე აღარ მისცა.ამ საშუალებით კი,იოსიფის სიცოცხლე გადარჩენილ იქნა.კრანიჩისვე ოფიციალური მონაცემების თანახმად,უარის მიზეზი ის იყო,რომ საოპერაციოში შემავალი საბჭოთა ექიმები ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ,რაც კატეგორიულად დაუშვებელი ფაქტი იყო.მალევე,ერთ-ერთმა საბჭოთა ექიმმა აღიარა,რომ კრემლის უმნიშვნელოვანესი დავალება ვერ შეასრულა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.კიდევ უფრო მოგვიანებით,ნიკიტა ხრუშჩოვმა განაცხადა,რომ სტალინი საჯაროდ ემუქრებოდა ფიზიკური ლიკვიდაციით ტიტოს და დაადასტურა ზემოაღნიშნული ფაქტი.მარიან კრანიჩის მემუარებში წერია,რომ იოსიფ ბროზ ტიტოზე მინიმუმ 30 თავდასხმის ფაქტი დაფიქსირდა.ეს ხდებოდა,როგორც საზღვარგარეთ,ასევე იუგოსლავიაშიც (პირველი მცდელობა,მისი მკვლელობისა ჰიტლერის მიერ იქნა დაგეგმილი 1943 წელს).საბოლოო ჯამში,იუგოსლავიის ოდიოზურმა კომუნისტმა ლიდერმა სტალინზე ბევრად დიდხანს იცოცხლა და ყველა თავდასხმასა და შეთქმულებას გადაურჩა.იგი 87 წლის ასაკში,1980 წლის 4 მაისს ლუბლიანაში გარდაიცვალა.ტიტოს გარდაცვალებიდან 10 წლის განმავლობაში,იუგოსლავიაში ყოველი 4 მაისის 15:5 წუთზე (მისი გარდაცვალების დრო) ქვეყანის მოსახლეობა წუთიერი დუმილით მიაგებდა პატივს მის ხსოვნას. (ავტორი გენია.ჯი)