ნორმან როკველი – “პრობლემა,რომელშიც ჩვენ ყველა ვცხოვრობთ”
“პრობლემა,რომელშიც ჩვენ ყველა ვცხოვრობთ” – წარმოადგენს გამოჩენილი ამერიკელი მხატვრისა და ილუსტრატორის – ნორმან როკველის (1894-1978 წლები) მიერ 1964 წელს ტილოზე ზეთის საღებავით დახატულ მეტად ემოციურ და ამაღელვებელ სურათს.ტილოს სიმაღლე 91 სანტიმეტრია,ხოლო სიგანე 150 სანტიმეტრი. (ავტორი გენია.ჯი) მხატვარმა სურათში ასახული სცენა,იმ რეალობიდან აიღო,რომელიც ლუიზიანას შტატში მდებარე ახალ ორლეანში დაფიქსირდა.ტილოზე გამოსახულია საყოველთაოდ ცნობილი ის ექვსი წლის აფროამერიკელი გოგონა – რუბი ბრიჯესი,რომელიც პირველი შავკანიანაი იყო,ვინაც საშინელი დისკრიმინაციისა და რასიზმის დროს,1960 წლის 14 ნოემბერს “თეთრკანიანთა” სკოლაში შეაბიჯა სასწავლებლად.სკოლაში მიმავალ ბრიჯესს,თან დაცვის მიზნით ახლავს ამერიკის შეერთებული შტატების მარშლების სამსახურის ოთხი წარმომადგენელი,რომლებიც მას თეთრკანიანი მოსწავლეების და მოქალაქეების აგრესიისაგან იცავენ.იმ პერიოდისათვის,რუბი ბრიჯესის აღნიშნული საქციელი მართლაც გმირობის ტოლფასი იყო.მას მშობლები პატარაობიდანვე არიგებდნენ,რომ რასისტების შეურაცმხყოფელი მოქმედებებისა და გამოთქმებისათვის ყურადღება არ მიექცია,რაც ბავშვა სრულად აღასრულა კიდეც.ვინც რუბი ბრიჯესის ბიოგრაფიას იცნობს,კარგად ეცოდინება თუ რა საშინელ და დამამცირებელ პირობებში უწევდა სწავლა.სკოლაში მისვლისას,რუბის თეთრკანიან რასისტთა ბრბო გადაეღობა,რომლებმაც სხვადასხვა საგნები დაუშინეს მცირეწლოვან ბავშვს.მოგვიანებით მისი ერთ-ერთი მარშალის დაცვის წარმომადგენელი იხსენებდა: პატარა გოგონამ დიდი სიმამაცე გამოიჩინა და მიუხედავად,უზარმაზარი დამამცირებელი მოპყრობისა – ტირილიც კი არ დაუწყია.გარდა ამისა,აღნიშნავდა,რომ რუბი ბრიჯესის საქციელმა სხვა აფროამერიკელ ბავშვებს გაუხსნა გზა სკოლებში საშუალო განათლება მიეღოთ.მას,განსაკუთრებული აგრესიითა და ზიზღით თანაკლასელი ბავშვები ექცეოდნენ,თუმცა ამას იგი ყურადღებას არ აქცევდა. (ავტორი გენია.ჯი) სურათზე გამოსახულ კედელზე მოჩანს რასისტული ორგანიზაციის – “კუ-კკლუს კლანის” აბრევიატურა – KKK და აფროამერიკელთა დამამცირებელი წარწერა – “niger”.ტილოზე ასევე ასახულია ის პომიდორი,რომელიც თეთრკანიანთა ბრბომ პატარა რუბის ესროლა.
ნორმან როკველი,რომელიც აღშფოთებული იყო ქვეყანაში რასიზმის მძვინვარებით,აღნიშნული პრობლემის შესახებ არა ერთი ნამუშევარი შექმნა.თავდაპირველად,მის მიერ დახატურლი სურათი - ”პრობლემა,რომელშიც ჩვენ ყველა ვცხოვრობთ”,საჯაროდ გამოქვეყნებულ იქნა 1964 წლის 14 იანვარს,ჟურნალ – “Look”-ის ერთ-ერთ გვერდზე.მანამდე,სანამ აღნიშნულ სურათს როკველი ”Look”-ში გამოაქვეყნებდა,იგი ინტენსიურად თანამშრომლობდა ჟურნალ – “The Saturday Evening Post”-თან.თუმცა,მას შემდეგ,რაც მან უარი განუცხადა როკველს სურათის გამოქვეყნებაზე,მათი თანამშრომლობა შეწყდა.სურათის გამოქვეყნებამ,თეთრკანიანთ რასისტთა მხრიდან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია,თუმცა ამაზე მხატვარს დიდი ყურადღება არ გაუმახვილებია.ტილოზე წარმოდგენილი სიუჟეტი,ერთ-ერთ გადამწყვეტ და საწყის მომენტადაა მიჩნეული რასობრივი სეგრეგაციის დამკვიდრებული სისტემის დამარცხებაში.დღესდღეობით – ნორმან როკველის მიერ დახატული მეტად ემოციური ხასიათის ტილო - ”პრობლემა,რომელშიც ჩვენ ყველა ვცხოვრობთ”,დაცულია მასაჩუსეტსის შტატში,კერძოდ ქალაქ სტოკბრიჯსი მდებარე – “ნორმან როკველის სახელობის მუზეუმში”. (ავტორი გენია.ჯი)
რუბი ბრიჯესი “თეთრკანიანთა” სკოლიდან გამოსვლისას,მარშალთა დაცვის თანხლებით
რუბი ბრიჯესი