ფრანსუა ოგიუსტ რენე როდენი – “კალეს მოქალაქეები”

 ”კალეს მოქალაქეები” – წარმოადგენს გენიალური ფრანგი მოქანდაკისა და თანამედროვე ქანდაკების ფუძემდებლის – ფრანსუა ოგიუსტ რენე როდენის (1840-1917 წლები) მიერ,საფრანგეთსა და ინგლისს შორის მიმდინარე “ასწლიანი ომისადმი” მიძღვნილ ბრინჯაოს დიდებულ ქანდაკებას.აღნიშნული ქანდაკების დამზადების იდეა საფრანგეთში XIX საუკუნის შუა ნახევარში გაჩნდა.ძეგლის დადგმის ინიციატორებს სურდათ,რომ მონუმენტს ფრანგ მოსახლეობაში ღრმა ემოცია გამოეწვიათ და მიუხედავად ომში დამარცხებისა,იმ გმირი მოქალაქეებისათვის,რომლებმაც სამშობლოს თავი შესწირეს,პატივი მიეგოთ. (ავტორი გენია.ჯი) ქალაქ კალეს მუნიციპალიტეტმა,სადაც ქანდაკება უნდა აღმართულიყო,საკმარისი ფინანსური სახსრები ვერ მოიძია.მიუხედავად ამისა,ქალაქის მერმა – დევარვინმა მაინც გაუწია ორგანიზება თანხების შეგროვებას და ძეგლის დადგმაც საბოლოოდ გადაწყდა.ვისზე უნდა მიემართათ,მის შესაქმნელად,თუ არა გენიალურ ფრნაგ მოქანდაკე – როდენზე? და მართლაც,კალეს მუნიციპალიტეტმა ფრანსუას ქანდაკების აგება შეუკვეთა.როდენმა ექვსი ფიგურისაგან შემდგარ ქანდაკებაზე მუშაობა 1884 წელს დაიწყო და 1888 წელს დაარულა.შემკვეთები ვარაუდობდნენ,რომ როდენი ერთ ფიგურიან მონუმენტს შექმნიდა,სადაც სიმბოლურად გამოსახული იქნებოდა კალეს ერთ-ერთი უმთავრესი გმირი – იუსტაშ დე სენ-პიერი.თუმცა,მათ გასაკვირად როდენმა ექვს ფიგურიანი ქანდაკება დაამზადა.

“კალეს მოქალაქეები”-ს ქანდაკება მიძღვნილი გახლდათ “ასწლიანი ომის” მიმდინარეობისას,1346 წლის 26 აგვისტოს გამრთულ “კრესის ბრძოლისადმი”,სადაც ინგლისის მეფის – ედუარდ III-ის ჯარებმა,სასტიკი მარცხი აწვნიეს ფრანგთა მეფის ფილიპე IV-ის არმიას.სწორედ ამ დროს მოაქციეს ინგლისელებმა ალყაში ინგლისის საზღვართან ყველაზე ახლოს დასახლებული პუნქტი,ქალაქი – კალე.ქალაქის ალყა,დაახლოებით ერთი წელიწადი გაგრძელდა და საბოლოოდ საშინელმა “შიმშილმა”,გმირი მოქალაქეები იძულებული გახადა ინგლისის მეფესთან მოლაპარაკებაზე წასულიყვნენ.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ედუარდ III-ემ კალეს მოქალაქეებს ულტიმატუმის სახით,ქალაქის ექვსი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი მოქალაქის გადაცემა მოსთხოვა.მეფეს სურდა,რომ ექვსივე სიკვდილით დაესაჯა,რათა ამით კალეს სხვა მაცხოვრებელბისათვის სამაგალითოდ ეჩვენებინა,რომ წინააღმდეგობის შემთხვევაში მათაც ისეთივე ბედი ელოდათ,რაც მათ სახელოვან თანამოქალაქეებს.ფაქტიურად,კალეს ექვსი მოქალაქე სასიკვდილოდ უნდა გაეწირა.პირველი,რომელმაც საკუთარი ქალაქისა და მოსახლეობისათვის თავის გაწირვა გადაწყვიტა,გახლდათ კალეს ყველაზე მდიდარი მკვიდრი,თავადი - იუსტაშ დე სენ-პიერი.მის მაგალითს კიდევ ხუთმა კალეს მაცხოვრებელმა მიბაძა.სწორედ მათ უნდა გადაეცათ ქალაქის გასაღები ედუარდისათვის.ეს კი ძალიან დამამცირებელი მეთოდით უნდა გაეკეთებინათ,კერძოდ ინგლისელთა წინაშე ექვსივე კალეს მაცხოვრებელი კისერზე თოკებშებმული უნდა გამოცხადებულიყვნენ,რაც განახორციელეს კიდეც.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ მათი საქციელით აღფრთოვანებულმა ინგლისის დედოფალმა – ფილიპა დე ავენმა,მეუღლეს მათი შეწყალება სთხოვა და ისინი ედურად III-ის მიერ შეწყალებულნი იქნენ. (ავტორი გენია.ჯი)

ფრანსუა ოგიუსტ რენე როდენმა,თავისი დიდებული ქმნილება – “კალეს მოქალაქეები”,პირველად საზოგადოებას საჯაროდ 1889 წელს წარუდგინა და იმთავითვე უდიდესი მოწონება დაიმსახურა.ქანდაკების ოფიციალური და საზეიმო გახსნა ქალაქ კალეში – 1895 წელს განხორციელდა.ცნობილია ისიც,რომ “კალეს მოქალაქეების” ქანდაკების ასლები,მოგვიანებით აღმართულ იქნა მსოფლიოს მრავალ ქალაქში,მათ შორის ლონდონსა და პარიზში. (ავტორი გენია.ჯი)