კონჩინო კონჩინი
კონჩინო კონჩინი – დაიბადა 1575 წელს იტალიის ქალაქ ფლორენციაში,ცნობილი ფლორენციელი ნოტარიუსის ოჯახში.იგი წარმოადგენდა საყოველთაოდ ცნობილ ცინიზმითა და ბარბაროსული მეთოდებით განთქმულ ავანტურისტს.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ მიუხედავად მისი ესოდენ არაჰუმანური ბუნებისა,მაინც მოახერხა და შესძლო ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტი გამხდარიყო საფრანგეთის დედოფლის – მარია მედიჩისათვის. (ავტორი გენია.ჯი) მას შემდეგ,რაც მედიჩთან ერთად საფრანგეთში იმოგზაურა,გაიცნო და მალევე ცოლად შეირტო მისი უმცროსი და ელეონორა დორი გალიაგი.სწორედ აღნიშნულმა ქორწინებამ გაუხსნა გზა,საფრანგეთის სამეფო კარზე დამკვიდრებასა და საკმაოდ დიდი გავლენის მოპოვებაში.მისი თავხედობა სამეფო საქმეების წარმოებაში იმდენად თვალნათელი გახლდათ,რომ საფრანგეთის მეფემ ანრი IV დე ბურბონი არაერთხელ დაემუქრა ქვეყნიდან გაძევებით.თუმცა მარია მედიჩის მფარველობის შედეგად მთელი შვიდი წლის მანძილზე მაინც ყველაზე გავლენიან ფიგურად რჩებოდა საფრანგეთის სამეფო კარზე.ანრი IV-ს მკვლელობის შემდეგ,მისი გავლენა კიდევ უფრო გაიზარდა.მარია მედიჩმა,რომელიც კორონიზებულ იქნა 1610 წლის 13 მაისს,კანჩინო კონჩინი 1611 წელს კამერ-იუნკერად დანიშნა.მოგვიანებით იგი გუბერნატორად და საბოლოოდ 1613 წელს საფრანგეთის მარშლად იქნა დანიშნული.მიუხედავად დიდი კარიერული წარმატებებისა,კონჩინისა და მისი ძალაუფლებამოყვარული მეუღლისადმი ფრანგი ხალხის სიძულვილი დღითიდღე იზრდებოდა.გარდა ამისა,მათ წინააღმდეგ სამეფო სასახლეშიც დიდი უკმაყოფილება სუფევდა.კონჩინო კონჩინის წინააღმდეგ გადამწყვეტი დარტყმა პრინცმა კონდემ განახორციელა.სწორედ მან დააპატიმრა იგი.კონჩინის წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობა მიიღო მისმა ერთ-ერთმა ყველაზე ნდობით აღჭურვილმა პირმა – შარლ დ’ალბერ ლუნიონმაც,რომელიც საფრანგეთის მეფის ლუი XIII-ეს დიდი ნდობით სარგებლობდა.მისი დამსახურება გახლდათ ის,რომ ლუი XIII მეტად უარყოფითად განეწყო,კონჩინისა და მისი მეუღლის წინააღმდეგ.ცოლ-ქმარი კონჩინების “ბრწყინვალების მზე” ნელ-ნელა დაისს უახლოვდებოდა.მათ დასაცავად მარია მედიჩს აღარ ეცალა,რადგან თავისი სიცოცხლეც კი საფრთხეში იყო.მიუხედავად ამისა,იგი მაინც ეცადა დისა და სიძის გადარჩენას.როდესაც მან საკუთარ ვაჟთან,აღნიშნულ თემაზე საუბარი მოისურვა,ლუიმ დედას მიმართა,რომ ძალიან დაკავებული იყო და მასთან აუდიენციისათვის არ ეცალა. (ავტორი გენია.ჯი) ფაქტიურად,ამ სიტყვებით საფრანგეთის მეფემ კონჩინის სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. 1617 წლის 24 აპრილის დილას,კონჩინო კონჩინი მარშალ დ’ანკერისა და სამოცი გვარდიელის ბადრაგის თანხლებით ლუვრში გადაჰყავდათ,როდესაც მას ერთ-ერთმა გვარდიელთა კაპიტანმა – ვიტრიმ ცეცხლსასროლი იარაღი ესროლა.იგი ჭრილობების მიღებისთანავე ადგილზე გარდაიცვალა.მას შემდეგ,რაც კონჩინო კონჩინი დაკრძალეს,რამდენიმე დღეში ხალხმა მისი ცხედარი საფლავიდან ამოიღო,დაანაკუწა და ანრი IV-ის ძეგლთან დანთებულ კოცონში შეყარა.არის დაუდასტურებელი ცნობებიც,რომ კონჩინის დანაკუწებული და დამწვარი ცხედარი,მის მიერ გამწარებული ხალხისაგან იქნა შეჭმული.
ასეთივე საშინელი ბედი ეწია,კონჩინის მეუღლეს ელეონორა დორი გალიაგსაც.იგი დაკავებულ იქნა,რის შემდეგაც,ფრანგულმა სასამართლომ ბრალი დასდო ჯადოქრობაში,ქმართან ერთად ანრი IV-ს მკვლელობის დაგეგმვასა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში.ლუი XIII-ეს კონჩინისა და ელეონორას მიმართ განსაკუთრებული შურისძიება ამოძრავებდა და სურდა,იმ მზაკვრული გეგმების გამო,რომელთაც ისინი ერთად ხლართავდნენ – პასუხი ეგოთ.ელეონორას,დაკავებიდან რამდენიმე დღეში სიკვდილით დასჯა (თავისმოკვეთა) მიუსაჯეს. 1617 წლის 8 ივლისსს,კონჩინო კონჩინის მეუღლეს - ელეონორა დორი გალიაგს თავი მოჰკვეთეს.მოგვიანებით პარიზი,ცოლ-ქმარ კონჩინებზე მიძღვნილმა პამფლეტებმა წალეკა.აღსანიშნავია ის,რომ ყველა პამფლეტში გამართლებული იყო კონჩინების სიკვდილით დასჯა. (ავტორი გენია.ჯი)
მარია მედიჩი და ცოლ-ქმარი კონჩინები