მაქსიმილიან ფრანსუა მარი ისიდორ რობერსპიერის შესახებ…

მაქსიმილიან ფრანსუა მარი ისიდორ რობერსპიერი (1758-1794 წლები) – წარმოადგენდა იმ ფრანგ რევოლუციონერს და იაკობინელთა ლიდერს,რომელმაც უდიდესი გავლენა მოიპოვა დიდი ფრანგული რევოლუციის შემდეგ.როგორც ცნობილია,რევოლუციის დასრულებიდან მალევე,სწორედ მან განახორციელა საშინელი რეპრესიები და სისხლის მდინარეები ადინა საფრანგეთში. (ავტორი გენია.ჯი) იგი გახლდათ ერთ-ერთი უმთავრესი შემოქმედი და პასუხისმგებელი პირი ქვეყანაში განვითარებულ ტერორზე.მისი ხასიათიდან გამომდინარე,რობერსპიერს დღემდე მოიხსენიებენ,როგორც – “მოუსყიდავი”.ალბათ მის სისასტიკეში გასაკვირი არაფერი იქნებოდა,რომ არა რობერსპიერის წარსული.ობლობაში გაზრდილმა რობერსპიერმა,რომელმაც სობრონის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი წარმატებით დაასრულა,ერთობ ჰუმანური იდეებით გამოირჩეოდა.იგი,საფრანგეთში განხორციელებულ რევოლუციამდე რამდენიმე ხნით ადრე,საჯაროდ გამოდიოდა სიკვდილით დასჯის აკრძალვის წინადადებით და მოითხოვდა,რომ ქვეყანაში გაუქმებულიყო სასჯელის ეს უმაღლესი ფორმა.აღსანიშნავია,რომ  1782 წელს,მაქსიმილიანი დანიშნულ იქნა სისხლის სამართლის საქმეების მოსამართლედ,თუმცა მან აღნიშნულ წინადადებაზე სასტიკი უარი შემდეგი სიტყვებით განაცხადა:

“მე,ვერ გამოვუტან ადამიანებს სასიკვდილო განაჩენს,რადგან სიკვდილით დასჯა ის საძაგელი მკვლელობა და დანაშაულია,რომელიც საზეიმოთ იქნა დამტკიცებული რიგი პოლიტიკოსების მიერ,არა მარტო კერძო პირების მიმართ,არამედ მთელი ერის წინააღმდეგ”.

მოსამართლეობაზე უარის თქმის შემდეგ კი,ადვოკატობას მიჰყო ხელი.თუმცა ისეთ კლიენტებთან იკავებდა საქმეს,რომელთაც უდანაშაულობაშიც ღრმად იყო დარწმუნებული.შესაბამისად,ისეთ საქმეებს იღებდა,სადაც კლიენტისათვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანის რისკი ძალიან დაბალი იყო. (ავტორი გენია.ჯი)

ასეთი ჰუმანური იდეების მქადაგებელი კაცისაგან,ფრანგები ყველაზე ნაკლებად მოელოდნენ ჯალათის საშინელი ფუნქციების შეთავსებას,თუმცა ძალიან მწარედ მოტყუვდნენ,რადგან 1792 წელს კონვეტის წევრად არჩევის შემდეგ,ყველა სასიკვდილო განაჩენი მის მიერ შედგენილი დეკრეტების საშუალებით წარმოებდა.მისსავე სინდისზეა საფრანგეთის მეფის ლუი XVI-ეს ეშაფოტზე ასვლაც.გარდა ამისა,მის სასიკვდილო განაჩენებს ემსხვერპლნენ რობერსპიერის უახლოესი მეგობრებიც.იგი,აღნიშნული საკითხის ირგვლივ აცხადებდა,რომ რევოლუციისათვის და მისი იდეებისათვის ერთეული ადამიანების შეწირვა აუცილებელი მოთხოვნილება იყო.მაქსიმილიანის მიერ წარმოებულმა ეგზეკუციამ და სასიკვდილო განაჩენებმა,მხოლოდ პარიზში,1794 წლის 20 ივნისიდან 27 ივლისის ჩათვლით,ეშაფოტზე სიკვდილით 1 366 ადამიანის სიცოცხლე  შეიწირა.ადრეულ პერიოდში – “სიკვდილით დასჯის” წინააღმდეგ გამომავალმა მაქსიმილიან ფრანსუა მარი ისიდორ რობერსპიერმა,ადამიანების მოკვდინება ჩვეულებად იქცია და საკუთარი სიცოცხლეც სრულიად ახალგაზრდამ (36 ასაკში) 1794 წლის 28 ივლისს,იმ ეშაფოტზე და ისევე დაასრულა,როგორც თავად დაასრულებინა სიცოცხლე ასეულობით ადამიანს. (ავტორი გენია.ჯი)