გინფორტი – “რეალური ისტორიიდან აღებული საოცარი ლეგენდა”
გინფორტი – წარმოადგენდა საფრანგეთის ქალაქ ლიონში XIII საუკუნეში მობინადრე იმ საყოველთაოდ ცნობილ გრეიჰაუნდის ჯიშის ძაღლს,რომელიც,მიუხედავად კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგობისა,ადგილობრივებისათვის დიდი ხნის მანძილზე,მაინც არაოფიციალურ წმინდანად იყო მიჩნეული და მას “წმინდა გინფორტად” მოიხსენიებდნენ.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ სწორედ – გინფორტი გახლავთ ისტორიაში ერთადერთი ძაღლი და ზოგადად ცხოველი,რომელსაც “წმინდანად” მოიხენიებდნენ.გინფორტის შესახებ გავრცელებული რეალურ ისტორიაზე დაყრდნობით შექმნილი ლეგენდის თანახმად ირკვევა,რომ ძაღლი,ლიონის ახლოს მდებარე ულამაზეს ციხესიმაგრეში მაცხოვრებელი ერთ-ერთი ფრანგი რაინდის კუთვნილება გახლდათ და დიდი გონიერებითა და ერთგულებით გამოირჩეოდა. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ ეს გახლდათ უმთავრესი მიზეზი იმისა,რომ პატრონი,რომელსაც მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავდა,მუშაობის ან ნადირობის დროს,პატარას დაცვას გინფორტს ანდობდა და შესაბამისად,ძალიან უყვარდა მისი ოთხფეხა მეგობარი.ერთ დღეს,როდესაც რაინდი სახლში ნადირობიდან დაბრუნდა,ბავშვის ოთახს მიაშურა.შესვლისთანავე კი ელდა ეცა,რადგან ოთახში ყველაფერი ერთმანეთში არეულიყო და საშინელი ქაოსი სუფევდა.გარდა ამისა,საყოფაცხოვრებო ნივთებს აშკარად ემჩნეოდა სისხლის კვალიც.თავად,ბავშვის აკვანი ამოყირავებული იყო და არც ბავშვი ჩანდა სადმე.სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილ პატრონთან უცაბედად გინფორტი მივიდა და პატრონს მიუალერსა.მამა,რომელმაც იფიქრა,რომ გინფორდმა მისი ვაჟი დაგლიჯა და მოკლა,გაშმაგებულმა ხმალი იძრო და უერთგულესი ძაღლი ადგილზევე გამოასალმა სიცოცხლეს.იმავე წამს,რა წამსაც გინფორდი მოკლეს,ბავშვის ტირილის ხმაც გაისმა.რაინდმა სასწრაფოდ ამოატრიალა აკვანი და გაოგნდა,როდესაც ბავშვი სრულიად უვნებელი,ხოლო აკვნის ქვემოთ კი გინფორტისაგან დაფლეთილი უზარმაზარი შხამიანი გველი – ასპიტი იხილა.ძაღლის მეპატრონე რაინდმა მხოლოდ ამის შემდეგ გააცნობიერა,რომ ბავშვის სიცოცხლე,სწორედ მის მიერ მოკლული გინფორტის წყალობით იქნა გადარჩენილი.რაინდმა და მისმა ოჯახმა,ერთგული ძაღლის ცხედარი დიდი პატივით დაკრძალა და მის საფლავზე აკლდამა ააგო. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული ფაქტი მთელ ლიონში უსწრაფესად გავრცელდა და ხალხი გინფორტის აკლდამას მიაწყდა.ისინი მიიჩნევდნენ,რომ – გინფორტი,ბავშვების მფარველი წმინდანი იყო და ეკლესიისაგან მოითხოვდნენ იგი წმინდანად შეერაცხათ.თუმცა,ამ ფაქტით შეშფოთებულმა კათოლიკურმა ეკლესიამ,შეთავაზებულ წინადადებაზე უარი განაცხადა და გინფორტის კულტის წინააღმდეგ გამოვიდა.მიუხედავად იმისა,რომ ეკლესიის სასულიერო მამებმა მრევლს გინფორტის საფლავზე მისვლა და მასზედ თაყვანისცემა აუკრძალა,აკლდამასთან საუკუნეების განმავლობაში,მაინც უამრავი ადამიანი მიდიოდა.გინფორტის კულტისადმი თაყვანისცემა ლიონსა და მის შემოგარენში,მხოლოდ 1930 წელს შეწყდა.ლეგენდას გინფორტის შესახებ,ფართო გავრცელება მოჰყვა ფრანგულ ფოლკლორსა და კულტურაში.მის შესახებ 1987 წელს გადაღებულ იქნა ფრანგული მხატვრული ფილმი – “მეფე და ჯადოქარი”,სადაც განხილულია დავა გინფორტის კულტის შესახებ.გარდა ამისა,აღნიშნული ლეგენდა გახდა წირველწყარო – კიტ დონახიუს ნაწარმოების შექმნისა,სახელწოდებით – “ბავშვის გატაცება”.მიუხედავად ასწლეულების გასვლისა და გინფორტის კულტის საბოლოო იგნორირებისა,საფრანგეთში მის შესახებ გავრცელებული ლეგენდა მაინც ფართოდ არის გავრცელებული და დღემდე დიდი სითბოთი და სიყვარულით მოიხსენიებენ,პატრონის უზომო ერთგულ და ბავშვის სიცოცხლის მხსნელ ძაღლს – გინფორტს. (ავტორი გენია.ჯი)