“ბიბლიოთეკების” შესახებ…
1. “ბიბლიოთეკა” – ბერძნული წარმომავლობის მქონე სიტყვაა და “წიგნსაცავს” აღნიშნავს”.იგი,წარმოადგენს იმ კულტურულ-საგანმანათლებლო და დამხმარე სამეცნიერო დაწესებულებას,რომელიც სისტემატურად კრეფს ბეჭდვით ნაწარმოებებს,იცავს მათ და საშუალებას იძლევა საზოგადოებამ ისარგებლოს მასში წარმოდგენილი წიგნებით.დღესდღეობით,მრავალი სახის ბიბლიოთეკა არსებობს.მათ შორის – “ეროვნული”,”რეგიონალური”,”საჯარო”,”სპეციალური”,”სასწავლო” (სკოლებში,უნივერსიტეტებსა და ინსტიუტებში),”კერძო”,”საოჯახო”,”საბავშვო”,აკადემიური” და სხვა.
2. პირველი ბიბლიოთეკა,სათავეს უძველეს აღმოსავლეთში იღებს.კერძოდ,სპეციალისტთა ვარაუდით იგი დაარსებულ იქნა მესოპოტამიის სამხრეთით მდებარე უძველესი შუმერული ქალაქ – სახელმწიფოს – ნიპურის ტერიტორიაზე,დაახლოებით ძვ.წ.აღ-ით 2 500 წელს.აღნიშნულ ბიბლიოთეკაში ძირითადად წარმოდგენილი გახლდათ თიხის ფირფიტებზე დაწერილი სხვადასხვა დოკუმენტები,ხელნაწერები,წიგნები,ტექსტები და ასე შემდეგ.გარდა ამისა,ცნობილია ისიც,რომ თანამედროვე ეგვიპტის ტერიტორიაზე არსებულ უძველეს ქალაქ – თებეში,აღმოჩენილ იქნა საფლავი,რომელშიც პაპირუსებით სავსე ყუთი იპოვეს.აღნიშნული მონაპოვარის ასაკი ძვ.წ.აღ-ით XVIII – XVII საუკუნეებით განისაზღვრება.ახალი ეგვიპტური სამეფოს დაარსებისას,ქვეყნის მეცხრამეტე დინასტიის ფარაონის – რამსეს II-ეს მიერ 20 000 პაპირუსის ხელნაწერი იქნა შეგროვებული,რაც იმ დროისათვის მართლაც უზარმაზარი მოცულობის მქონე ბიბლიოთეკაში იქნა დაცული. (ავტორი გენია.ჯი)
3. ყველაზე ცნობილ უძველეს ბიბლიოთეკას მსოფლიოში,რომელმაც ჩვენამდეც კი მოაღწია,ასურეთის მეფის – აშურბანაპალას მიერ ძვ.წ.აღ-ით VII საუკუნეში,ნინევიაში დაარსებული ბიბლიოთეკა წარმოადგენდა.როგორც ისტორიულად არის ცნობილი,აშურბანაპალა წიგნების განსაკუთრებული მოყვარული გახლდათ და მთელ თავისუფალ დროს,სწორედ ბიბლიოთეკაში ატარებდა.თავდაპირველად ნინევიაში მცირე მოცულობის მქონე სასახლის ბიბლიოთეკა არსებობდა,თუმცა ასურეთის მეფის განსაკუთრებული ძალისხმევის შედეგად,იგი გასაოცარი მოცულობის მქონე ბიბლიოთეკად ჩამოყალიბდა.ნივევიის ბიბლიოთეკისათვის წიგნები,ხელნაწერები და ტექსტები,მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მასიურად ჩამოჰქონდათ.აღნიშნულ ბიბლიოთეკაში გარდა იმისა,რომ უამრავი წიგნი იყო დაცული,მიმდინარეობდა რიგი ტექსტების კვლევა-შესწავლაც.
4. ანტიკური ხანის ყველაზე ცნობილ ბიბლიოთეკას,ეგვიპტეში ძვ.წ.აღ-ით III საუკუნეში ეგვიპტის მმართველის პტოლემე I სოტერის მიერ დაარსებული – “ალექსანდრიის ბიბლიოთეკა” წარმოადგენდა,რომელიც სამწუხაროდ დაახლოებით ძვ.წ.აღ-ით 270 წელს,რელიგიური არეულობებისას წარმოქმნილი ქაოსის შედეგად იქნა გადამწვარი.მასში დაახლოებით 750 000 ხელნაწერი გრაგნილი იყო დაცული.”ალექსანდრიის ბიბლიოთეკის” გადაწვა,მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში,ყველაზე დიდ ხანძრად არის მიჩნეული და მას უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ,ვიდრე თუნდაც ნერონის მიერ რომის გადაწვას.დღესდღეობით,”ალექსანდრიის ბიბლიოთეკის” ბაზაზე,ჩამოყალიბებულ იქნა სრულიად ახალი და თანამედროვე ტექნიკური საშუალებით აღჭურვილი ბიბლიოთეკა,რომელიც ეგვიპტეში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
5. უძველეს საბრძნეთში,პირველი ბიბლიოთეკა დაარსებულ იქნა ძვ.წ.აღ-ით IV საუკუნეში,ჰერაკლელი ტირანის – კლეარქოსის მიერ.შუა საუკუნეებში კი,ბიბლიოთეკების დიდმა ნაწილმა ეკლესია-მონასტრებში დაიდო ბინა.
6. დღესდღეობით ყველაზე დიდ ბიბლიოთეკას,ვაშინგტონში 1800 წელს დაარსებული – “ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ბიბლიოთეკა” წარმოადგენს.თავდაპირველად მასში 5 000 დოლარის ღირებულების წიგნი იყო დაცული თუმცა,თანამედროვე პერიოდში დაახლოებით 75 მილიონი დასახელების წიგნი,ხელნაწერი,ჩანაწერი,მუსიკალური კომპოზიცია,ფოტოგრაფიაა დაცული.მათ შორის,უმნიშვნელოვანესი ისტორიული დოკუმენტებიც.
7. ყველაზე დიდ ელექტრონულ ბიბლიოთეკას,ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ბიბლიოთეკის გლობალური პროექტის შედეგად შექმნილი – “მსოფლიო ციფრული ბიბლიოთეკა” წარმოადგენს. (ავტორი გენია.ჯი) იგი,ოფიციალურად გახსნილ იქნა 2009 წლის 21 აპრილს.აღნიშნული ელექტრონული ბიბლიოთეკის შექმნაში,არა მარტო ამერიკელმა სწავლულებმა,არამედ მსოფლიოს მრავალი სხვა ერის წარმომადგენელმა მეცნიერმაც მიიღეს მონაწილეობა.”მსოფლიო ციფრული ბიბლიოთეკის” ვებ-გვერდის მისამართია – www.wdi.org.
8. დღემდე არსებულ ყველაზე საიდუმლოებეით მოცულ ბიბლიოთეკას,რუსეთის მეფის – ივანე IV მრისხანეს ლეგენდარული წიგნების და დოკუმენტებისაგან შემდგარი ბიბლიოთეკა მიიჩნევა.აღნიშნული ბიბლიოთეკა ჯერჯერობით აღმოჩენილი ვერ იქნა და როგორც ვარაუდობენ,იგი,თავად ივანე მრისხანეს მიერ იქნა გადამალული საიდუმლო ადგილას.ბიბლიოთეკის ძებნა,უკვე ასწლეულებია მიმდინარეობს,თუმცა კვლავაც უშედეგოდ.ზოგიერთი ვერსიის თანახმად,ივანე მრისხანეს უნიკალური კოლექციისაგან შემდგარი ბიბლიოთეკა,კრემლის მიწისქვეშეთშია ჩამარხული.თუმცა ეს ფაქტი დაუდასტურებელია. (ავტორი გენია.ჯი)
9. ყველაზე მაღალ სივრცეში წარმოდგენილი ბიბლიოთეკა გახლავთ კოსმოსურ ორბიტალურ სადგურზე – “მირზე” განთავსებული ბიბლიოთეკა.მასში განთავსებულია 100-მდე სხვადასხვა რუსი ავტორის მიერ დაწერილი რომანი.