“დამაკვირდი”

1. “ამჟამად ბრძენი ვარ,ვინაიდან წინათ გიჟი ვიყავი.ოჰ,ფილოსოფოსო,რომელიც მხოლოდ მსწრაფლწარმავალ მოვლენას ამჩნევ,რაოდენ ვიწროა შენი ჰორიზონტი! შენი თვალი იმისთვის არ გამოდგება,რომ ვნებათაღელვის ნიადაგქვეშეთში მუშაობა დაინახოს”. – იოჰან ვოლფგანაგ ფონ გოეთე

2. “სათნო და არა ინტრიგანი მღვდელი ნამდვილი განგებაა სოფლისათვის”. – კლოდ ფლერი

3. “ღმერთო ჩემო,მომეცი საშუალო კაცის ნიჭი”. – ონორე გაბრიელ მირაბო (ავტორი გენია.ჯი)

4. “აი,ჩვენი ცივილიზაციის მშვენიერი სასწაული! სიყვარული ყოველდღიურ საქმიანობად აქციეთ”. – ანტუან ბარნავი

5. “რაც უფრო პირქუშია ზეცა,მით უფრო ძლიერ ქარიშხალს გვიქადის იგი”. – ჯორჯ ნოელ გორდონ ბაირონი

6. “თუ სიამოვნებაში გონიერებას და სიფრთხილეს შევიტან,ეს აღარ იქნება სიამოვნება”. – ლოპე დე ვეგა

7. “ყოველი არსების პირველი კანონია თავის შენარჩუნება,ცხოვრების გაგრძელება.თქვენ კი ღვარძლს თესავთ და გგონიათ,პურის თესვას მოვიმკითო”. – ნიკოლო დი ბერნარდო მაკიაველი

8. “ღირსების მოპოვება საზოგადოებაში! ბატონებო,განა ეს არაფერია? ესაა უგუნურთა მოკრძალება,ბალღთა გაკვირვება,მდიდართა შური ,ბრძენთა ზიზღი”. – ანტუან ბარნავი

9. “თუნდაც გალიაში ათასი სული ჩასვით,იგი მაინც გასართობ ადგილად ვერ გადაიქცევა”. – ტომას ჰობზი (ავტორი გენია.ჯი)

10. “აღტაცებული ვარ მისი სილამაზით,მაგრამ მისი ჭკუა მაშინებს”. –  პროსპერ მერიმე