ყველაზე დიდი მასის მქონე ფრინველები…
2007 წლის მონაცემების თანახმად,დედამიწაზე 9 792 სხავდასხვა სახეობის ფრინველი ბინადრობს (ცნობისათვის,ფრინველების შემსწავლელ მეცნიერებას – ორნიტოლოგია ეწოდება).მათ შორის არიან ისეთი სახეობის ფრინველები,რომელთა წონა სარეკორდოდ მაჩვენებლად არის მიჩნეული.სპეციალისტთა მოსაზრებით,სხვადასხვა ეპოქებში დედამიწაზე ისეთი დიდი ზომის მქონე ფრინველებიც კი ბინადრობდნენ,რომელთა წონა ხშირ შემთხვევებში 300 – 400 კილოგრამს აღწევდა.თუმცა,დღესდღეობით ისინი გადაშენებულ ფრინველთა სახეობებს წარმოადგენენ.აღნიშნულ პოსტში წარმოგიდგენთ იმ ფრინველთა ხუთ ჯიშს,რომლებიც ყველაზე დიდი წონით არიან გამორჩეული.აღსანიშნავია,რომ ნუსხაში,რამდენიმე წამყვანი ადგილი არამფრენი ფრინველების სახეობებს უკავიათ.
1. აფრიკული სირაქლემა – წარმოადგენს სირაქლემასნაირთა ოჯახის არამფრენ ფრინველს,რომელიც ბუნებაში დღეს არსებულ სხვა სახეობის ფრინველებს შორის ყველაზე დიდი ზომისაა.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ იგი სირაქლემასნაირთა ოჯახის ერთადერთი წარმომადგენელია დედამიწაზე.მისი სამეცნიერო სახელწოდება ბერძნული ენიდან თარგმანით – “ბეღურა-აქლემს” აღნიშნავს.მათი გავრცელების უმთავრეს არეალს აფრიკის სავანები,ნახევარუდაბნოები და უდაბნოები წარმოადგენენ. (ავტორი გენია.ჯი) გამოირჩევიან საკმაოდ მძლავრი ფეხებითა და სწრაფი სირბილით.საფრთხის შემთხვევაში 70 კილომეტრ-საათის მქონე სისწრაფეს ანვითარებენ.მისი სიმაღლე 1,5 მეტრიდან 3 მეტრამდე მერყეობს,ხოლო წონით კი 150 კილოგრამამდე იზრდებიან.აღნიშნული მაჩვენებლების მიხედვით,იგი ჩვენს პლანეტაზე ყველაზე დიდი სახეობის ფრინველად არის მიჩნეული.
2. კაზუარი – წარმოადგენს ერთადერთ არამფრენ ფრინველთა სახეობას კაზუარისებრთა ოჯახისა.მათი გავრცელების არეალებია – ახალი გვინეის ტროპიკული ტყეები და ავსტრალიის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონები.თავად სიტყვა კაზუარი – პაპუასური წარმომავლობის მქონე სიტყვაა და ”რქოვან თავს” აღნიშნავს.ასეთი უცნაური სახელწოდება კი,თავზე წარმოდგენილი შლემისებრი წამონაზარდის გამო მიიღო.მათი სიმაღლე 1,5 მეტრიდან 1,8 მეტრამდეა (გვხვდება 2 მეტრი სიმაღის ეგზემპლარებიც),ხოლო წონით კი 60 კილოგრამამდე იზრდებიან.ამ მაჩვენებლის მიხედვით,ისინი ავსტრალიის კონტინენტის და ახალი გვინეის ყველაზე დიდი ზომის ფრინველებად არიან მიჩნეული.მსოფლიოში კი,სირაქლემების შემდეგ ყველაზე დიდი სახეობის ფრინველები არიან.ანვითარებენ 50 კილომეტრ საათ სისწრაფეს და ძალუძთ 1,5 მეტრი სიმაღლის დაძლევა.მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა 19 წლით განისაზღვრება. (ავტორი გენია.ჯი)
3. საიმპერატორო პინგვივი - წარმოადგენს პინგვინისნართა ფრინველთა რიგს.მათი სამეცნიერო სახელი – Aptenodytes-ია და ითარგმნება,როგორც – “უფრთო მყვინთავები”.ისინი,თავიანთი თანამოძმეებისაგან სხვა მრავალ კრიტერიუმთან ერთად საკმაოდ დიდი მასითაც გამოირჩევიან.სულ,ბუნებაში არსებული 18 ქვესახეობის პინგვინებიდან,საიმპერატორო რიგის ორი სახეობის პინგვინია შემორჩენილი – “საიმპერატორო პინგვინი” და “სამეფო პინგვინი”.ისინი მასიურად გავრცელებული არიან ანტარქტიდასა და დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში.მათი საშუალო მასა 15 კილოგრამს შეადგენს,თუმცა ზოგიერთი ეგზემპლარის წონა 45 კილოგრამსაც კი აღწევს.ასეთი უიშვიათესი ეგზემპლარების სიმაღლე,რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს 1,5 მეტრიდან 2 მეტრამდე მერყეობს.”საიმპერატორო პინგვინს” ფრენა არ შეუძლია,სამაგიეროდ საკმაო კარგი ცურვით გამოირჩევა. (ავტორი გენია.ჯი)
4. სავათი – წარმოადგენს წეროსნაირთა რიგის დიდი ზომის ფრინველს.მათი გავრცელების არეალებია დასავლეთ ევროპის,ჩრდილოეთ აფრიკის და აზიის სტეპები და ნახევარუდაბნოები.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ მიმოფრენისას მათი ხილვა საქართველოშიც არის შესაძლებელი.ცნობილია ისიც,რომ სავათი ყველაზე დიდი წონის მქონე სახეობის მფრინავი ფრინველია დედამიწაზე.მათი მამრების საშუალო წონა 20 კილოგრამს აღწევს,ხოლო სიგრძით 105 სანტომეტრიდან – 110 სანტიმეტრამდე იზრდებიან.ფრთების გაშლილობის სრული სიგრძე 2,60 მეტრამდე აქვთ.მიწაზე არც თუ ისე სახარბიელო სისწრაფით გადაადგილდებიან,თუმცა საკმაოდ სწრაფი ფრენით არიან გამორჩეული.დღევანდელ დღეს,ბუნებაში სულ 50 000 სავათის სახეობის ფრინველია შემორჩენილი,რომელთა უდიდესი ნაწილი ესპანეთის ტერიტორიაზეა განსახლებული. (ავტორი გენია.ჯი)
5. გედები – წარმოადგენენ ბატისნაირთა რიგის,იხვისებრთა ოჯახის ულამაზეს ფრინველებს.მათი სხეულის წონა 15 კილოგრამს აღემატება,ხოლო გაშლილი ფრთების სიგრძე 2,5 მეტრამდეა.ამ მაჩვენებლებით ისინი უსწრებენ ისეთ უზარმაზარ მტაცებელ ფრინველს,როგორიცაა – “წყნარი ოკეანის არწივი”.მათ უსაყვარლეს საცხოვრებელ ადგილებს წყალსაცავები წარმოადგენენ (ტბები,ჭაობები და სხვა).გამოირჩევიან კარგი ფრენითა და შესანიშნავი ცურვით.გედების სხვადასხვა ქვესახეობები გავრცელებული არიან ევროპაში,აზიაში,ამერიკის კონტინენტზე,ავსტრალიასა და კუნძულ ტასმანიაზე.მათი ერთ-ერთი სახეობის – “სისინა (ანუ წითელნისკარტა) გედის” ხილვა მიმოფრენისას ჩვენს ქვეყანაშიც არის შესაძლებელი. (ავტორი გენია.ჯი)