“Post-och Inrikes Tidningar” – (უძველესი გაზეთი)
“Post-och Inrikes Tidningar” - წარმოადგენს ერთ-ერთ უძველეს მოქმედ გაზეთს მსოფლიოში,რომელიც დღესდღეობით ელექტრონული ვერსიით გამოიცემა შვედური გამომცემლობის - Post-och Inrikes Tidningar-ის მიერ.აღნიშნული გაზეთი დაარსებულ იქნა 1645 წელს,თავად შვედეთის დედოფლის – ქრისტინეს (1626-1689 წლები) და შვედი სახელმწიფო მოღვაწისა და რიქსკანცლერის – აქსელ ოქსერშერნას (1583-1654 წლები) მიერ.ყველაზე ძველი გაზეთის პირველი ტირაჟი მხოლოდ ათასი ეგზემპლარისაგან შედგებოდა. (ავტორი გენია.ჯი) გაზეთის თემები და სტატიები მეტად მოსაწყენი შინაარსის გახლდათ.მასში შეტანილი იყო,სხვადასხვა კანონპროექტების ცვლილებები და ისეთი საკითხები,რომლებიც მკითხველში დიდ ინტერესს არ იწვევდა.მოგვიანებით,აღნიშნული გაზეთის გამოცემის სრული უფლება შვედეთის მეცნიერებათა აკადემიას გადაეცა.სწორედ ამ პერიოდიდან მოიპოვა გაზეთმა შვედ მკითხველში შედარებით დიდი პოპულარობა,რადგან მისი თემატიკა ბევრად მრავალფეროვანი და დახვეწილი გახდა.შესაბამისად,გაიზარდა მისი ტირაჟიც.რამდენიმე ხნის განმავლობაში,გაზეთის ტირაჟი მეტად შემცირდა და პირველი ტირაჟის რაოდენობას (1000 ეგზემპლარს) დაუბრუნდა.მიუხედავად უამრავი პრობლემისა,გაზეთის სარედაქციო კოლეგიამ 2000 წელს გადაწყვიტა,რომ იგი ნაბეჭდი სახით აღარ გაევრცელებინა და მისი ციფრული ვერსია შეემუშავებინა.მაგრამ,ინტერნეტით გაზეთის გამოქვეყნებას რიგი მიზეზების გამო პრობლემები შეექმნა.სწორედ ამიტომ განაცხადა ჰანს ჰოლმმა (რომელიც უკვე 20 წელიწადია გახლავთ გაზეთის რედქტორი),რომ აღნიშნული გაზეთის ფუნქციონირების შეწყვეტა შვედური “კულტურის კატასროფის” მომასწავებელი გახდებოდა.Post-och Inrikes Tidningar-მა ზემო აღნიშნული მდგომარეობის გამო,ნაბეჭდი ვერსიით არსებობა შეწყვიტა და დღემდე ელექტრონული ვერსიით ვრცელდება ინტერნეტში.მისი ვებ-გვერდის მისამართია – www.poit.org. მიუხედავად უამრავი პრობლემისა,გაზეთმა - Post-och Inrikes Tidningar-მა,საკუთარი სახე მაინც შეინარჩუნა და დღემდე ერთ-ერთ ყველაზე ძველ და მოქმედ გაზეთად არის მიჩნეული მსოფლიოში. (ავტორი გენია.ჯი)