ფელიქს ძერჟინსკის მოსაზრებები…
1. ”არ იყოთ ნასამართლევი – თვენი დამსახურება კი არა,ჩვენი ცუდი მუშაობის ბრალია”.
2. “ამ ბოლო ხანებში,პოლიტიკას ხშირად ასდის ნავთობის სუნი,ხოლო ნავთობს კი – პოლიტიკის”. (ავტორი გენია.ჯი)
3. “ჩეკისტთა ორგანოებში მუშაობა შეუძლიათ ან წმინდანებს,ან კიდევ ნაძირლებს”.
4. “ყოფიერების ყველაზე დაუნდობელი კატეგორია – დრო გახლავთ”.
5. “მხოლოდ ამ ზამთარში მივხვდი,რომ ზამთრისთვის მზადება გაზაფხულზევე უნდა დაიწყო”.
6. “დავისვენებთ ამხანაგებო – ციხეში”.
7. “მთელი ცხოვრება სულითა და გულით ვცდილობდი იმას,რომ ამ ქვეყანაში არ ყოფილიყო უსამართლობა,ლოთობა,გარყვნილება,ზედმეტი ფუფუნება,ბორდელები,სადაც ადამიანები სხეულთან ერთად სულსაც ჰყიდდნენ; არ ყოფილიყო ზეწოლა,ძმათამკვლელი ომი და ეროვნული შუღლი… მე მსურდა კაცობრიობისათვის ჩემი სიყვარული გამომეხატა და გამენთავისუფლებინა იგი თანამედროვე პერიოდში გამეფებული სიბინძურისაგან”.
8. “შიში – ბავშვებს ვერასოდეს შეასწავლის სიკეთისა და ბოროტების ერთმანეთისაგან განსხვავებას; ის,ვისაც ეშინია,ყოველთვის ადვილად ნებდება ბოროტებას”.
9. “გადაჭარბებული სიმკაცრე და ბრმა დისციპლინა – ეს გახლავთ მასწავლებლების მიერ მოსწავლეების მასიური შეჩვენება”.
10. “დროის ეკონომია,ნებისმიერი ადამიანისათვის – აქსიომაა”.