ფრაზეოლოგია „რელიგიის” შესახებ…
1. „ფრიდრიხ ნიცშე ამბობდა: „ღმერთი მოკვდა!” - ნიცშე მოკვდა - „ღმერთი კვლავაც ცოცხალია!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. „რა შეგვიძლია უფლის შესახებ ვთქვათ? – არაფერი! რა შეგვიძლია უფალს ვუთხრათ? – ყველაფერი!” – მარინა ცვეტაევა
* * *
3. „ყველა გონიერი ადამიანი აღიარებს ერთსა და იმავე ღმერთს. რომელს? ამას არასოდეს ამბობენ”. – ბენჯამინ დიზრაელი
* * *
4. „ყველაზე დიდი საშინელება ის იქნება, ღმერთი რომ თავისი სამუშაოთი კმაყოფილი იყოს”. – სემუელ ბატლერი
* * *
5. „ღმერთს რელიგია არა აქვს”. – მაჰათმა განდი
* * *
6. „ოდესღაც ყველა ჩვენთაგანს მოგვიწევს თქმა: რა დიდებული ხარ უფალო!” – ბენ კინსლი
* * *
7. „ღმერთთან არასოდეს მიდიან ექსკურსიაზე გიდის თანხლებით. მასთან ყოველი ადამიანი მარტოსული მიდის”. – ვლადიმერ ნაბოკოვი
* * *
8. „თუკი თავისუფლება არ არსებობს, ესე იგი, არ არსებობს არც ცოდვა”. – ერაზმუს როტერდამელი
* * *
9. „თუკი ის ადამიანები, რომლებიც რელიგიურად ცხოვრობენ, მაინც ცუდები არიან, წარმოიდგინეთ რა იქნებოდნენ ისინი რელიგიის გარეშე”. – ბენჯამინ ფრანკლინი
* * *
10. „ღმერთისთვის მარცხი არ არსებობს!” – დანიელ შტაინი