“ისტორიის სანაგვე”
“ისტორიის სანაგვე” - ინგლისურ ენაზე “Ash heap of history”,გახლავთ ტერმინი,რომელიც პირველად გამოყენებულ იქნა 1917 წლის 25 ოქტომბერს “საბჭოების მეორე ყრილობაზე”,საბჭოთა მარქსისტი რევოლუციონერის და თეორიტიკოსის,წითელი არმიის დამაარსებლის და პირველი ხელმძღვანელის – ლევ ტროცკის (1879-1940 წლები) მიერ. (ავტორი გენია.ჯი) დღესდღეეობით,ამ ტერმინით მოიხსენიებენ ამა თუ იმ ადამიანს,იდეოლოგიას და მოვლენას,რომელიც ისტორიაში წარსულს ჩაბარდა.
ლევ ტროცკიმ აღნიშნული ტერმინი გამოიყენა შემდეგი სიტყვით გამოსვლისას:
“ხალხი გამოგვყვა ჩვენ,გავიმარჯვეთ ჩვენ,ახლა კი გვეუბნებიან: უარი თქვით თქვენს გამარჯვებაზე და წადით დათმობებსა და კომპრომისზე.ვისთან უნდა წავიდეთ კომპრომისზე,მე გეკითხებით თქვენ? იმ მერყევ ჯგუფებთან,რომელთაც მიგვატოვეს და ახლა გვთავაზობენ შემოთავაზებებს? ჩვენ მათ ვეუბნებით: თქვენ – არარაობა ხართ და განიცადეთ კრახი.თქვენი მისია ამოწურულია და წადით იქ,სადაც თქვენი ადგილია: “ისტორიის სანაგვეზე”.
მოგვიანებით,1982 წლის 8 ივნისს დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში გამოსვლისას,აღნიშნული ტერმინით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა,მაშინ როდესაც საბჭოთა კავშირს – “ბოროტების იმპერია” უწოდა,განაცხადა:
“…თავისუფლება და დემოკრატია,მარქსიზმსა და ლენინიზმს აუცილებლად გაისტუმრებს “ისტორიის სანაგვეზე”. (ავტორი გენია.ჯი)