ფელიქს არტურო ლოპე დე ვეგა ი კარპიო

ბაროკოს ეპოქის ერთ-ერთი უდიდესი ესპანელი (მადრიდი) დრამატურგი და პოეტი - ფელიქს არტურო ლოპე დე ვეგა ი კარპიო (1562-1635 წლები) ჯერ კიდევ ხუთი წლის ასაკში,თავისუფლად კითულობდა ესპანურ და ლათინურ ენებზე დაწერილ ნაწარმოებებს.ხოლო,ექვსი წლის ასაკში,მომავალმა ლიტერატურულმა ტიტანმა,მიუხედავად იმისა,რომ წერა არ იცოდა,დაიწყო ლექსების შეთხზვა.გარდა ამისა,ათი წლის ვუნდერკინდმა ლათინური ენიდან ესპანურ ენაზე თარგმნა,გვიანდელი ანტიკური ხანის უდიდესი ალექსანდრიელი პოეტის – კლავდიუს კლავდიანუსის საყოველთაოდ ცნობილი ლექსები,სახელწოდებით – “პროზერპინას მოტაცება”.(ავტორი გენია.ჯი) ლოპე დე ვეგას მამამ,რომელიც პროფესიით იუველირი გახლდათ,შეატყო რა ვაჟს უდიდესი ნიჭი,თერთმეტი წლის ასაკში იეზუიტთა კოლეჯში შეიყვანა სასწავლებლად.ცამეტი წლის ასაკში მყოფმა ლოპე დე ვეგამ პიესების დაწერაც დაიწყო და რაც აღსანიშნავია,გახლავთ ის,რომ ამავე პერიოდიდან დაიწყო მისი კომედიების ესპანურ თეატრებში დადგმა. 14 წლის ფელიქსი,სკოლაში,არა მარტო ლიტერატურაში იყო ძლიერი,არამედ ესპანეთის სამეცნიერო აკადემიაში მათემატიკასა და ასტრონომიაში წარმოებულ კურსებსაც ესწრებოდა.უმაღლესი განათლება,ესპანეთის ქალაქ ალკალა-დე-ენარესის უნივერსიტეტში მიიღო. 21 წლის ასაკში,არმიაში მოხალისედ ჩაეწერა.მოგვიანებით კი,იმ პერიოდის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფლოტის – “უძლეველი არმადის” შემადგენლობაში ჩაირიცხა.ამ პერიოდში,გენიალური ლიტერატორის ლიტერატურული შემოქმედება ოდნავ მინელდა. 1588 წელს,ლოპე დე ვეგა იმ უხამსი პამფლეტების დაწერის გამო,რომელიც მისივე შეყვარებული ქალის – იზაბელა დე ურბინას ერთ-ერთ მოტრფიალეს მიუძღვნა,დაკავებულ იქნა.სასამართლომ,ფელიქსს მადრიდიდან გაძევება მიუსაჯა.გარდა ამისა,8 წლის განმავლობაში ქვეყნის დედაქალაქში შესვლაც აუკრძალა.მიუხედავად ამისა,ლოპე დე ვეგა მადრიდში ფარულად მაინც ჩავიდა და შეყვარებულ ქალზეც დაქორწინდა.”უძლეველი არმადის” განადგურების შემდგომ,მეუღლესთან ერთად ვალენსიაში დასახლდა. (ავტორი გენია.ჯი) მისი ბედნიერი ცხოვრება საყვარელ ქალთან ერთად,მხოლოდ შვიდი წელიწადი გაგრძელდა,რადგან – იზაბელა დე ურბინა გარდაიცვალა.მალევე,დრამატურგს,კიდევ უფრო დიდი და გამანადგურებელი ტრაგედია დაატყდა თავს: ლოპე დე ვეგას ორი მცირეწლოვანი ქალიშვილი გარდაეცვალა.სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი ფელიქსი,მადრიდში გადავიდა საცხოვრებლად და ჰერცოგ ლემოსკომთან მდივნად დაიწყო მუშაობა.იმავე პერიოდში გაიცნო და შემდგომ ცოლად შეირთო მსხვილი ვაჭრის ქალიშვილი – ხუან დე გუარდო.ასწორედ აღნიშნული პერიოდიდან დაიწყო ლოპე დე ვეგას უნიკალური შემოქმედებითი წვა.თუმცა,მას კიდევ ერთი დიდი ტრაგედია დაატყდა თავს,რადგან ხუანთან თანაცხოვრებაში შეძენილი ვაჟი გარდაეცვალა.იმ საშინელმა ტრაგედიებმა,რომლებიც ფელიქს თავს დაატყდა,იგი იმ დასკვნამდე მიიყვანა,რომ ყოველივე საკუთარი ცოდვების გამო ხდებოდა (ცნობილია,რომ ლოპე დე ვეგა “დონ-ჟუანობით” გამორჩეული მამაკაცი იყო და საკმაოდ ბევრი საყვარელი ქალიც ჰყავდა). 1604 წელს,ფელიქსმა დაწერა სამ მოქმედებიანი კომედია – “ვალენსიელი ქვრივი”,რომელმაც დრამატურგს უდიდესი პოპულარობა მოუტანა.გარდა ამისა მის კალამს ეკუთვნის შემდეგი საყოველთაოდ ცნობილი ნაწარმოებები – “ცეკვების მასწავლებელი”,”ძაღლი სენაზე”,”ფუენტე ოვეხუნასი”,”ცხვრის წყარო” და სხვა. 1609 წელს,დე ვეგა “ესპანეთის წმინდა ინკვიზიციის” რიგებში გაწევრიანდა.ეკლესიამ მას – “ნებაყოფლობითი მოსამსახურის” წოდება მიანიჭა.ესპანურმა წმინდა ინკვიზიციამ,ლოპე დე ვეგა საკუთარ რიგებში იმიტომ აიყვანა,რომ მას უდიდესი გავლენა გააჩნდა საზოგადოებაში,რაც ესოდენ ესაჭიროებოდა აღნიშნულ ორგანიზაციას.მოგვიანებით იგი,მესამედაც დაქორწიდა,თუმცა ქორწინებიდან 4 წელიწადში ქალი დაბრმავდა და ჭკუაზე შეიშალა.ლოპე დე ვეგა დღემდე ერთ-ერთ ყველაზე ნაყოფიერ ლიტერატორად არის მიჩნეული მსოფლიოში.მის კალამს,დაახლოებით 2000 პიესა ეკუთვნის,რომელთაგან ჩვენამდე მხოლოდ 425-მა მოაღწია.როგორც თავად ამბობდა,მას სულ 2 500 პიესა ჰქონდა დაწერილი და თითოეული პიესის შექმნას მხოლოდ სამ დღეს ანდომებდა. 1617 წელს,ვეგამ განაცხადა,რომ ესპანეთში მის მიერ დაწერილი პიესების ინტერპტეტირება და მათი გადაკეთებული ვარიანტები იყოდებოდა.სწორედ ამიტომ,მან თავად გადაწყვიტა ეკონტროლებინა საკუთარი ნაწარმოებების გავრცელება.ცნობილია ისიც,რომ მადრიდში ცხოვრობდა ერთი აფერისტი,რომელიც მუდმივად ესწრებოდა ვეგას პიესების დადგმებს თეატრებში და იწერდა ყოველივეს,რაც პიესაში იყო აღწერილი.შემდგომ კი,მას ინტერპრეტირებას უკეთებდა და გადაკეთებული სახით ჰყიდდა.”უკვდავი” – დონ კიხოტის ავტორი და გენიალური ესპანელი მწერალი – მიგელ დე სერვანტეს საავედრა,ლოპე დე ვეგას – “ბუნების საოცრებად” მოიხსენიებდა.გარდა ამისა,ესპანელი ხალხი მას მოიხსენიებდა,როგორც – “ესპანეთის ფენიქსი” და “პოეზიის ოკეანე”.ფელიქს არტურო ლოპე დე ვეგა ი კარპიო გარდაიცვალა 1635 წლის 27 აგვისტოს მადრიდში.იმავე დღეს,დიდი დრამატურგის სახლთან უზარმაზარი რაოდენობის ხალხმა მოიყარა თავი და ქვეყანაშიც საყოველთაო გლოვა გამოცხადდა.ზოგიერთი წყაროს ცნობით,უდიდესმა ინგლისელმა დრამატურგმა – უილიამ შექსპირმა,თავისი დიდებული ქმნილება – “რომეო და ჯულიეტას” სიუჟეტი,სწორედ ფელიქსის მიერ 1600 წელს დაწერილი პიესიდან – “კასტელვინები და მონტესებიდან” აიღო,სადაც მოქმედება ვერონაში ხდება.თუმცა შექსპირის “რომეო და ჯულიეტასაგან” განსხვავებით,მისი ფინალი ბედნიერია.მიუხედავად იმისა,რომ ლოპე დე ვეგას ბიოგრაფიის დიდ ნაწილს გამოგონილად და შეთხზულად მიიჩნევენ,ფაქტი მაინც ფაქტად რჩება: იგი,ესპანეთისა და ზოგაგად მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ დრამატურგად მიიჩნევა. (ავტორი გენია.ჯი)