“მოხევური დალოცვა”

პირმა დაგლოცასთ ღვთისამა,

ნაწილმა ბარძიმისამან,

ქალაქჩი-სიონისამა

დარეკამ ზარებისამან,

***

მცხეთაჩი-სვეტიცხოველმა,

გადმომცქერალმა მტკვრისამან,

ლომისამ თორმეწამემა,

პატრონმა არაგვისამან.

***

მა კობის წმინდა გივარგიმ,

პატრონმა დიდის მთისამან,

მა ბერმა წმინდა სამებამ,

პატრონმა ხმელეთისამან,

***

ივანე ნათლისმცემელმან,

პატრონმა ბალღებისამან.

მა ბახტრის წმინდა გივარგიმ,

პატრონმა მგზავრებისამან.