უილიამ ბლეიკის მოსაზრებები…
1. „ყოველთვის იყავი მზად, საკუთარი აზრი გამოთქვა და გჯეროდეს, რომ ნაძირლები ახლოსაც არ გაგეკარებიან”.
* * *
2. „თუკი წვრილმანებზე დახურდავდებით, რისკის ქვეშ დააყენებთ მთელის დაკარგვასაც”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
3. „არასოდეს გეცოდინება საკმარისი, თუკი იმაზე მეტი არ იცი, რაც საკმარისია”.
* * *
4. „არასოდეს იფიქრო, რომ სხვებზე გონიერი ხარ. დაე თავად იფიქრონ, რომ შენზე გონიერები არიან – სწორედ ამაშია შენი უპირატესობა მათთან”.
* * *
5. „ნებისმიერ დასმულ შეკითხვაზე არსებობს პასუხი”.
* * *
6. „ის ადამიანი, რომლის სახეც ნათელს არ ასხივებს, ვერასოდეს გახდება ვარსკვლავი”.
* * *
7. „სისულელის დრო საათობით იზომება. თუმცა არ არსებობს ისეთი საათი, რომელიც სიბრძნის დროს გაზომავს”.
* * *
8. „მიცვალებულები არასოდეს იძიებენ შურს შეურაცხყოფისათვის”.
* * *
9. „ერთ-ერთი ყველაზე დიადი საქციელია – შენზე წინ სხვა დააყენო”.
* * *
10. „სირცხვილი – სიამაყის ნიღაბია”.
* * *
11. „ის, რაც დღეს უდაოა, ოდესღაც სადაოს წარმოადგენდა”.
* * *
12. „ბევრად იოლია აპატიო მტერს, ვიდრე – მეგობარს”.
* * *
13. „ის, რისი დაჯერებაც არის შესაძლებელი, აუცილებელია სიმართლეს ჰგავდეს”.
* * *
14. „დაგუბებული წყლიდან ყოველთვის შხამს უნდა ელოდო”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
15. „ცბიერება – ლაჩრების ძალაა”.