რამდენიმე ფაქტი – ენტონი ჩარლზ ლინტონ ბლერის ბიოგრაფიიდან…
შოტლანდიის დედაქალაქ ედინბურგში,იურისტის ოჯახში დაბადებულ,გაერთიანებული სამეფოს რიგით 73-ე პრემიერ-მინისტრს 1997-2007 წლებში - ენტონი ჩარლზ ლინტონ ბლერს,რომელიც ერთ-ერთი უმთავრესი მხარდამჭერი და მოკავშირე გახლდათ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის – ჯორჯ უოლკერ ბუშის მიერ წარმოებული პოლიტიკისა (მათ შორის ერაყში),კრიტიკოსები – “ბუშის პუდელს” უწოდებდნენ.ბავშვობაში,იგი ოჯახთან ერთად სამი წლის განმავლობაში ავსტრალიაში ცხოვრობდა.როგორც ტონი ბლერის სკოლის ერთ-ერთი მასწავლებელი აცხადებდა,გაერთიანებული სამეფოს მომავალი პრემიერი ყველაზე რთულად აღსაზრდელი ბავშვი იყო მათ შორის,ვინც კი ოდესმე სკოლაში აღუზრდია. (ავტორი გენია.ჯი) მის კლასელს წარმოადგენდა საყოველთაოდ ცნობილი ინგლისელი კომიკოსი-მსახიობი - როუენ სებასტიან ატკინსონი.ოქსფორდის უნივერსიტეტის დასრულების შემდგომ (ამავე პერიოდში გაწევრიანდა ლეიბორისტულ პარტიაში),მის უმთავრეს მიზანს როკ-ვარსკვლავად გახდომა წარმოადგენდა.ლონდონში ჩასვლისას,ახალგაზრდა ბლერს ღამის გასათევი ადგილიც კი არ ჰქონდა,რის გამოც არა ერთი ღამის ღია ცის ქვეშ გატარება მოუწია.როდესაც კოლეჯი დაასრულა,პარიზში გაემგზავრა,სადაც ერთი წლის მანძილზე ადგილობრივ ბარში ბარმენად იმუშავა. 19887-88 წლებში ჟურნალისტიკით იყო დაკავებული და საყოველთაოდ ცნობილ ყოველდღიურ გაზეთში – “The Times”-ში საკუთარი სვეტიც კი ჰქონდა.მას შემდეგ,რაც პოლიტიკაში ჩაერთო,ამბიციური ტონი ბლერი – 11 წლის განმავლობაში პარლამენტის წევრს წარმოადგენდა.ქვეყნის ხელისუფლებიდან ჯონ მეიჯორის წასვლის შემდგომ (1994 წლის 21 ივლისს) იგი ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი გახდა,ლეიბორისტული პარტიიდან (იმ პერიოდისათვის 41 წლის გახლდათ).მოგვიანებით,ბლერი აქტიურად ჩაერთო სიერა-ლეონეში 2000 წელს წარმოქმნილ კონფლიქტში,რის გამოც ადგილობრივებმა იგი აფრიკული ქვეყნის უმაღლეს და უზენაეს ბელადად გამოაცხადეს.ტონი ბლერი პირველი და ერთადერთი პრემიერ-მინისტრია გაერთიანებული სამეფოს ისტორიაში,რომელმაც ბავშვის მოვლის მოტივით შვებულება აიღო.გარდა ამისა,იგი ერთადერთი პრემიერია დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიიდანაც,რომელსაც ქვეყნის უმაღლესი ხელისუფალის პოსტი ზედიზედ სამი საპრემიერო ვადით ეკავა.მას შემდეგ,რაც ტონი ბლერმა პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა რწმენა შეიცვალა.თუკი ის ადრე ერთ-ერთი პროტესტანტული მიმდინარეობის – ანგლიკანიზმის მიმდევარი იყო,პოსტის დატოვების შემდეგ კათოლიკედ მოექცა.ტონი ბლერი დაქორწინდა 1980 წელს,იურისტის პროფესიის მქონე ქალზე – შერი ბუთზე,რომელიც სხვადასხვა წყაროების ცნობით,აბრაამ ლინკოლნის მკვლელის – ჯონ უილკს ბუთის შორეული ნათესავია.მათ თანაცხოვრებაში სამი ვაჟი (იუენი,ნიკი და ლეო) და ერთი ქალიშვილი – კეტრინი შეეძინათ.ტონი ბლერი მუსიკის დიდი თაყვანისმცემელი გახლავთ და მის უსაყვარლეს მუსიკალურ ჯგუფს ლეგენდარული ლივერპულული ოთხეული – The Beatles” წარმოადგენს,ხოლო ყველაზე საყვარელ სიმღერას კი ამავე ჯგუფის მიერ შესრულებული უკვდავი ჰიტი – “Yesterday”. (ავტორი გენია.ჯი)