ჯეინ ოსტინი – “ეპიზოდი”
დიდი ინგლისელი მწერალი ქალი,რომანისტი და ვიქტორიანული ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი – ჯეინ ოსტინი (1775-1817 წლები),არასოდეს გახლდათ დაქორწინებული და შესაბამისად არ ჰყოლია შვილებიც.სწორედ ამიტომ,იგი მთელ თავის დედობრივ სითბოსა და სიყვარულს,საკუთარ მრავალრიცხოვან ნათესავებსა და მის მიერ დაწერილ მცირე რაოდენობის ნაწარმოებებში ხარჯავდა.ჯეინ ოსტინის მიერ 1813 წელს დაწერილი ბრწყინვალე რომანი – “სიამაყე და ცრურწმენა”,რომელიც კრიტიკოსების მიერ სასიყვარულო ჟანრის ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო ნაწარმოებად იქნა აღარებული ლიტერატურის ისტორიაში,ავტორი – “თავის უსაყვარლეს შვილს” უწოდებდა. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული რომანის გამოქვეყნებაზე,თავდაპირველად გამომცემლობებმა სასტიკი უარი განაცხადეს იმ მიზეზით,რომ მისი სიუჟეტი ერთობ მოსაწყენი და არამნიშვნელოვანი გახლდათ.მიუხედავად ამისა,ოსტინმა მისი გამოქვეყნება მაინც მოახერხა,თუმცა ნაწარმოებს დიდი წარმატება წილად არ ხვდომია.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ ჯეინ ოსტინის კიდევ ერთი შედევრი რომანი – “სენდიტონი”,რომლის დაწერაც ავტორმა გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე დაიწყო და ბოლომდე დასრულება ვერ მოახერხა,დღემდე დაკარგულად მიიჩნევა.აღნიშნული ნაწარმოები,ლიტერატრორებმა იმ საუკეთესო რომანების ათეულში შეიტანეს,რომლებიც მსოფლიო საკაცობრიო ლიტერატურამ ოდესმე დაკარგა.ჯეინ ოსტინის სახელი,როგორც მსოფლიო მნიშვნელობის ერთ-ერთი უდიდესი მწერალი ქალისა,განსაკუთრებით XX საუკუნეში გახდა პოპულარული და მას დღემდე,ბრიტანულ ლიტერატურულ წრეებში- “ინგლისური ლიტერატურის პირველ ლედიდ” მოიხსენიებენ. (ავტორი გენია.ჯი)