ფრაზეოლოგია “ათეიზმის” შესახებ…
1. “ათეისტი გახლავთ ის უბედური ბავშვი,რომელიც ამაოდ ცდილობს საკუთარი თავი დაარწმუნოს იმაში,რომ თითქოს “მამა” არა ჰყავს”. – ბენჯამინ ფრანკლინი
2. “ათეიზმი – გახლავთ ის თხელი ყინული,რომელზეც შეიძლება გაიაროს ერთმა ადამიანმა,ხოლო მთელი ერი კი,შესაძლოა უფსკრულში გადაიჩეხოს”. – ფრენსის ბეკონი (ავტორი გენია.ჯი)
2. “ათეისტები – წარმოადგენენ იმ მორწმუნეებს,რომელთაც არ სურთ მორწმუნეები იყვნენ”. – სტანისლავ ეჟი ლეცი
3. “ღმერთის იდეა – ერთადერთი ის სიცრუეა,რომელსაც ვერასოდეს ვაპატიებ კაცობრიობას”. – მარკიზ დე სადი
4. “ყოველი ურწმუნო ადამიანი,როგორც წესი – ცრუმორწმუნეა”. – ინა ბულგაკოვა
5. “პრაქტიკაში,ადამიანთა უმეტესობა ათეისტია,რადგან თავიანთი საქმეებითა და ქმედებებით აქარწყლებენ იმას,რისი რწმენაც აქვთ”. – ლუდვიგ ფეიერბახი
6. “მრავალი ადამიანი გამოხატავს ათეიზმის მიმართ თავის უარყოფით თუ დადებით დამოკიდებულებას,მაშინ,როდესაც,ამაზე თავად ღმერთი არანაირ კომენტარს არ აკეთებს”. – ეშლი ბრილიანტი
7. “ათეიზმი – უმისამართო რელიგიაა!” (ავტორი გენია.ჯი)
8. “ყოველ რელიგიას თავისი ათეისტები ჰყავს”. – ლეშეკ კუმორი
9. “ანარქიის საწინააღმდეგო საშუალება – თავისუფლებაა და არა მონობა,ისევე,როგორც ცრურწმენის საწინააღმდეგო საშუალებაა – რწმენა და არა – ათეიზმი”. – ედმუნდ ბიორკი (ავტორი გენია.ჯი)
10. “როდესაც მკითხავენ,თუ რატომ არ არის ჩემს გულში არც ერთი რელიგია,ვუპასუხებ,რომ მე იგი,თავად რელიგიის გამოისობით გავფლანგე”. – “ფრიდრიხ შილერი