იცით თუ არა,რომ
1. სტალინს,განსაკუთრებით ორი ნაწარმოები ხიბლავდა: ნიკოლო მაკიაველის – “მმართველი” და გენიალური ფრანგი მწერლის – ალექსანდრე დიუმას რომანი – “გრაფი მონტე კრისტო”.როგორც ცნობილია,სტალინი იმ წიგნების ფურცლებზე,რომელთაც წაიკითხავდა,გარკვეული სახის შენიშვნებს აკეთებდა.”გრაფი მონტე კრისტოს” ბოლო გვერდზე,მას შემდეგი სახის შენიშვნა ჰქონდა გაკეთებული: “დიდებული ნაწარმოებია,თუმცა,დანტესს მეტი სისასტიკე მართებდა”.
2. ნული,ლათინური წარმომავლობის მქონე სიტყვაა და – “არავითარს” აღნიშნავს.
3. ევროპის უკანასკნელი სახელმწიფო,სადაც ცოლ-ქმრის გაყრა კანონით იქნა დაშვებული,გახლავთ – ირლანდია.აღნიშნული კანონი ქვეყანაში 1997 წლის 27 თებერვალს შევიდა ძალაში. (ავტორი გენია.ჯი)
4. შიზოფრენია,როგორც დაავადება,პირველად ცნობილმა შვეიცარიელმა ფსიქიატრმა,ფსიქოლოგმა და შიზოფრენიის პირველმა მკვლევარმა – ეიგენ ბლეილერმა,1908 წელს აღწერა.
5. რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს,ინგლისში ცოლის აუქციონზე გაყიდვა ადრეულ საუკუნეებში ჩვეულებრივი მოვლენა გახლდათ.ცოლის აუქციონზე გაყიდვის უკანასკნელი ფაქტი “ნისლიანი ალბიონის” ქალაქ ლიდსში 1913 წელს დაფიქსირდა.
6. ჩინეთის სუვენირულ ბანქოზე გამოსახულია ჩინელი იმპერატორების სახეების ფერადი ნახატები.ერთადერთი გამონაკლისი შავი ფერის ჯოკრებია,რომლებზეც აღბეჭდილია ჩინეთის უკანასკნელი იმპერატორის – პუ ის შავ-თეთრი ფოტო.
7. მსოფლიოში პირველი სახელმწიფო ლიდერი,რომელმაც 1976 წელს ელექტრონული ფოსტით ისარგებლა,დიდი ბრიტანეთის დედოფალი – ელისაბედ მეორეა.
8. 1986 წლის 19 თებერვალს,მსოფლიოს მასშტაბით ოფიციალურად აიკრძალა,გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ – ვეშაპებზე ნადირობა.
9. იდეალური საუბრის ტემპი წუთში 120-150 სიტყვის წარმოთქმაა.
10. საფრანგეთში,რუანის საკათედრო ტაძრის ერთ-ერთ კოშკს,რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს – “კარაქის კოშკს” უწოდებენ.აღნიშნული სახელწოდების მიზეზი გახლავთ ის,რომ მისი ასაგები თანხები ეკლესიამ მოსახლეობისაგან შემოწირულობებით მიიღო,სამაგიეროდ კი,მოსახლეობას ეკლესიამ ნება დართო,დიდი მარხვის დროს კარაქი ეჭამათ. (ავტორი გენია.ჯი)