„წმინდა მამათა შეგონებანი”
1. „ნეტავ ადამიანმა ისე დააფასოს ღმერთი, რა პატივშიც იმყოფება იგი ღმერთისაგან”. – წმინდა ტიხონ ზადონელი
* * *
2. „ეშმაკი იმიტომაც შთააგონებს ზოგიერთს იმის ფიქრს, თითქოს გეენია არ არსებობს, რომ მასში ჩააგდოს”. – წმინდა იოანე ოქროპირი
* * *
3. „უფალი ერთგულია თავისი აღქმების, ოღონდ მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, ვინც თავიანთი აღქმების ერთგულნი არიან”. – წმინდა ბასილი დიდი
* * *
4. „რაც უფრო უახლოვდება ადამიანი ღმერთს, მით მეტად ხედავს საკუთარ ცოდვილობას”. – ამბა დოროთე
* *
5. „უფალი არ ტოვებს ადამიანს,ადამიანი ტოვებს უფალს, ჯოჯოხეთი უფლისგან განშორებაა”. – წმინდა არქიმანდიტი გაბრიელი (ურგებაძე)