ამოს ოზი – დავიდ ბენ-გურიონის შესახებ წერდა…

თანამედროვე ისრაელის ერთ-ერთი ლეგენდარული დამაარსებელი და ქვეყნის პირველი პრემიერ-მინისტრი – დავიდ ბენ-გურიონი (1886-1973 წლები),არა მარტო სამშობლოში,არამედ მსოფლიოშიც უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა.როგორც ცნობილია,დავიდ ბენ-გურიონი XX საუკუნის ყველაზე ტანდაბალი პოლიტიკოსი იყო,თუმცა საკმაოდ ენერგიული.მისი სიმაღლე,სულ რაღაც 150 სანტიმეტრი გახლდათ.მიუხედავად ამისა,მას არა მარტო “პოლიტიკურ გიგანტად”,არამედ “ფიზიკურ გიგანტადაც” მოიხსენიებდნენ.დიდი ებრაელი მწერალი – ამოს ოზი,დავიდ ბენ-გურიონთან პირველი შეხვედრის შემდეგ წერდა:

“დავიდ ბენ-გურიონი მის ასკეტურად მოწყობილ კაბინეტში ხშირად მოკლე,თუმცა სწრაფი ნაბიჯებით ბოლთას სცემდა.ასეთი მეთოდი ხომ პოლიტიკოსებისთვის დამახასიათებელი თვისებაა,თუმცა ასეთ დროს,ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნებოდა ბენ-გურიონი.იგი,მართლაც-და განსაკუთრებული იყო.ისრაელში მაცხოვრებელმა ყველა ბავშვმა,მათ შორის ბაღის ბავშვებმაც კი იცოდნენ თუ ვინ იყო ბენ-გურიონი და მათთვის ძილშიც რომ გეკითხათ მის შესახებ,აუცილებლად გაგცემდნენ პასუხს.ეს ყოველივე მაშინ,როდესაც ტელევიზია ჯერ კიდევ არ იყო ფართოდ გავრცელებული.შესაბამისად,ხალხი მას ფიზიკურად არ იცნობდა და იგი იმ “გიგანტად” წარმოედგინათ,რომელსაც თავი ღრუბლებამდე ჰქონდა აწვდილი.ასეთივე წარმოდგენა მქონდა მეც და სიმართლე გითხრათ,როდესაც ბენ-გურიონი პირველად ვიხილე,ელდა მეცა,რადგან “ერის მამა”,რომელიც გიგანტად წარმომედგინა,სულ რაღაც 160 სანტიმეტრამდე სიმაღლის იყო”. (ავტორი გენია.ჯი)