ხალხური – “წაწლობა”
პატარა დავწევ ქალთანა,
გავხსენ მძივიან საყელო,
ქალმა ხელები შამტაცა;
- რას შვრები,ძაღლის ნაშენო!
ხელებს ძუზუზე რად მისომ,
აგრემც შავ მიწან დაგფქვენო!
იწექ და ხელი არ გასძრა,
აღარ გამიხსნა საყელო!
- ნეტა აღარას მიშველის,
ლაშა-გიორგი ვახსენო?
- რო თავის ფეხით მოვიდეს,
მე არაი მაქვ საშენო!
ავდეგ,გამავწყერ მენაცა;
- რა მაქვის შენთა საფერო,
“წუხელის ვიწექ ქალთანა”,
სუ ქვეყანაზე გავფენო.
ჩოხის კალთაზე გამება:
- სად მიხვალ,მიწის დამყრელო?!
ავდეგ,ჩაუწევ ისევა,
საკინძის ღილებ დავხსენო.