“მხედველობადაკარგული გენიოსები”

მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში უდიდესი წვლილი აქვთ დადებული ისეთ ადამიანებს,რომელთაც,სამწუხაროდ,მხედველობა ჰქონდათ დაკარგული.მათ შორის მარტო ჰომეროსის მოხსენიებაც რად ღირს.აღნიშნულ პოსტში წარმოგიდგენთ იმ გენიოსებს,რომელთაც მიუხედავად უდიდესი ფიზიკური ტრამვისა,მაინც მოახერხეს ისტორიაში განუზომელი წვლილის დადება, და იმაზე დიდიც წვლილსიც კი,რაც მხედველობის მქონე ადამიანებს დაუდიათ ოდესმე.

ჰომეროსი (ძვ.წ.აღ-ით VIII-VII საუკუნეები) – წარმოადგენდა იმ გენიალურ ძველბერძენ პოეტს,რომელმაც მიუხედავად მისი სიბრმავისა,კაცობრიობას უანდერძა – “ილიადა” და “ოდისეა”.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ მან აღნიშნული პოემები ზეპირად იცოდა და სწორედ ამ ზეპირსიტყვიერების საშუალებით მოაღწია ჩვენამდე.არის მოსაზრებები,რომ ჰომეროსის თანდაყოლილი სიბრმავე გამოგონილი ფაქტია,რადგან შეუძლებელი იყო მხედველობა დაკარგულ კაცს ისე აღეწერა ბუნების უნიკალური მშვენიერება,როგორც მან ეს საკუთარ პოემებში აღწერა.მიუხედავად ამისა,ჰომეროსი მაინც იმ მხედველობა დაკარგულ გენიოსად მიიჩნევა,რომელმაც უდიდესი წვლილი დაიდო მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში. (ავტორი გენია.ჯი)

მაარი (973-1057 წლები) – წარმოადგენდა ერთ-ერთ უდიდეს არაბ პოეტს,ფილოსოფოსსა და ფილოლოგს,რომელმაც 4 წლის ასაკში დაკარგა მხედველობა.მიუხედავად ამისა,იგი ავტორი გახლავთ ისეთი ქმნილებები,როგორებიცაა – “კვესის ნაპერწკლები”,”აუცილებლობა,რომელიც არ იყო აუცილებელი” (ლექსების კრებული),”პარაგრაფები და პერიოდები”,”გზავნილი შეწყალებაზე” და სხვა.მაარის შემოქმედებიდან,რომელიც 60 ნაწარმოებს ითვლიდა,დღემდე მხოლოდ წერილებია შემორჩენილი. (ავტორი გენია.ჯი)

ტაჰა ჰუსეინი (1889-1973 წლები) – წარმოადგენდა ერთ-ერთ უდიდეს ეგვიპტელ ინტელექტუალს,მწერალს,ისტორიკოსსა და პუბლიცისტს,რომელმაც ოთხი წლის ასაკში დაკარგა მხედველობა.მიუხედავად ასეთი უმძიმესი ტრამვისა,მან სრულყოფილად შეისწავლა “ყურანი” და ბრწყინვალე შედეგებით დაასრულა კაიროს უნივერსიტეტი,სადაც მალევე ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიანიჭეს.ტაჰა ჰუსეინის კალამს ეკუთვნის ისეთი საყოველთაოდ გახმაურებული ნაწარმოებები,როგორებიცაა – “დღეები” (ავტობიოგრაფიული ნაწარმოები),”წამებულები დედამიწაზე”,”ჩვენი თანამედროვე ლიტერატურიდან” და სხვა. (ავტორი გენია.ჯი)

ბრმა ინდრიკისი (1783-1828 წლები) – წარმოადგენდა იმ გენიალურ და პირველ ლატვიელ პოეტს,რომლის შემოქმედებაც განცალკევებული კრებულების სახით იქნა გამოცემული.გარდა ამისა,იგი გახლდათ პირველი ლატვიელი პოეტი,რომლის შემოქმედებაც უცხო ენებზე იქნა თარგმნილი.ინდრიკისმა თვალის სინათლე ხუთი წლის ასაკში დაკარგა,მიუხედავად ამისა,მან ლატვიური ლიტერატურის ისტორიაში უდიდესი კვალი დატოვა და შექმნა რამდენიმე შესანიშნავი პოეტური კრებულები. (ავტორი გენია.ჯი)

ტორლა ო’კაროლანი (1670-1738 წლები) – წარმოადგენდა მხედველობა დაკარგულ გენიალურ ირლანდიელ კომპოზიტორს,მუსიკოსს,პოეტსა და მომღერალს.მისი მუსიკალური კომპოზიციები მეტად რთული მელოდიური ინტერპრეტაციებითა და ორნამენტული თემებით გამოირჩეოდა.ტორლა თავის ნაწარმოებებს ისეთი დიდი კომპოზიტორების გავლენიტ წერდა,როგორებიც გახლდნენ – ანტონიო ვივალდი,ფრანჩესკო ჯემინიანი და არქანჯელო კორელი.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ დღემდე ტორლა ო’კაროლანის 213 მუსიკალური კომპოზიცია და ტექსტია შემორჩენილი და მათ შორის მხოლოდ ერთადერთია ინგლისურ ენაზე.დანარჩენი,მშობლიურ – ირლანდიულ ენაზე აქვს დაწერილი. (ავტორი გენია.ჯი)

დიდიმე ბრმა (დაახლოებით 312-398 წლები) – რომელსაც ასევე მოიხსენიებენ,როგორც – დიდიმე ალექსანდრიელი,წარმოადგენდა გენიალურ ბერძენ ქრისტიან მწერალს,ღვთისმეტყველსა და ალექსანდრიული სარვთისმეტყველო სკოლის თვალსაჩინო წარმოამდგენელს.დიდიმე ხუთი წლის ასაკში დაბრმავდა და მიუხედავად ამისა,მაინც ბრწყინვალე განათლებას დაეუფლა.როგორც ცნობილია,იგი დიდი ბერძენი ქრისტიანი თეოლოგის,ფილოსოფოსისა და მეცნიერის – ორიგენეს იდეების მიმდევარი გახლდათ,რის გამოც მისი ნაწარმოებები და შეხედულებები,ორიგენელთა დევნისა და შევიწროვებას ემსხვერპლა.დღესდღეობით,დიდიმეს მხოლოდ რამდენიმე ნაშრომი შემორჩა.მათ შორის 1941 წელს აღმოჩენილი პაპირუსი,სადაც მისი დიალოგებია გადმოცემული.

ლუი ბრაილი (1809-1852 წლები) – წარმოადგენდა იმ უდიდეს ფრანგ ტიფლოპედაგოგს,რომელმაც შეიმუშავა მთელ მსოფლიოში დღემდე მოქმედებაში მყოფი – “ბრაილის შრიფტი” უსინათლოთათვის.როგორც ცნობილია,მან თვალში სინათლის დაკარგვა სამი წლის ასაკში დაიწყო და ხუთი წლის ასაკში საბოლოოდ დაბრმავდა.მიუხედავად უდიდესი ტრამვისა,მან მხედველობა დაკარგულთა სამეფო ინსტიტუტში მოახერხა დაუფლებოდა პიანინოზე და ორღანზე საკმაოდ კარგ დაკვრას.მოგვიანებით,ბრაილი კარგ მუსიკოსადაც ჩამოყალიბდა,თუმცა ისტორიაში თავი მაინც – “ბრაილის შრიფტის” შექმნით დაიმკვიდრა. (ავტორი გენია.ჯი)

P.S. გარდა ზემოაღნიშნული გენიოსებისა,მხედველობა ცხოვრების სხვადასხვა ეტაპებზე დაკარგეს ისეთმა გენიოსებმა,როგორებიც იყვნენ – რეი ჩარლზი,ჯეიმს ჰოლმანი,დევიდ ტომპსონი,ჯონ მილტონი,ხორხე ლუის ბორხესი და სხვები.