მაჰმუდ აჰმადინეჟადი – “ეპიზოდი”
ირანის ყოფილ პრეზიდენტს 2005-2013 წლებში და ოდიოზური განცხადებებით ცნობილ პოლიტიკურ ფიგურას – მაჰმუდ აჰმადინეჟადს,ამერიკული ტელეკომპანიის Fox News-ის ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ინტერვიუს დროს ჰკითხა:
- როდესაც დილით სარკეში იყურებით,რა რჩევას აძლევთ საკუთარ თავს?
აჰმადინეჟადმა,ისე რომ არც კი დაფიქრებულა,ჟურნალისტს შეკითხვაზე უმალვე მიუგო:
- მაშინ,როდესაც საკუთარ თავს სარკეში ვხედავ,ყოველთვის ერთსა და იმავე რჩევას ვაძლევ: კარგად დაიხსომე,რომ შენ არაფრითა ხარ აღმატებული ყველაზე უკანასკნელ მოსამსახურეზეც კი. (ავტორი გენია.ჯი)