ლიმბუსი

ლიმბუსი – ლათინური წარმომავლობის მქონე სიტყვაა და “ნაპირს”,”კიდეს” აღნიშნავს.იგი,კათოლიციზმში წარმოადგენდა ადგილს სამოთხესა და ჯოჯოხეთს შორის,სადაც სუფევდნენ მოუნათლავი ახალშობილებისა და იმ წმინდანთა სულები,რომლებიც იესო ქრისტეს მოსვლამდე გარდაიცვალნენ. XIII საუკუნეში,ღმერთის გულწრფელმა რწმენამ და საყოველთაო მხსნელის ნებისა და ნათლობის აბსოლუტური აუცილებლობის თეზისებმა განაპირობა ლიმბუსის მოძღვრების აღმოცენება.იგი,წარმოდგენილი გახლდათ იმ გარდამავალ ადგილად და სტადიად,სადაც სამუდამოდ რჩებოდნენ ისინი,ვინც ვერ მიიღო მხსნელი მადლი უფლისა და ამავე დროს იმათიც,ვისაც არ ჩაუდენია რაიმე სახის დანაშაული.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ – ლიმბუსი საკმაოდ არამყარი დებულებაა,რადგან არავითარი ბიბლიური საფუძვლები არ გააჩნია და ღიად ტოვებს ძალიან ბევრ საკითხს.

გენიალურმა იტალიელმა პოეტმა – დანტე ალიგიერმა – “ლიმბუსი”,საკუთარ უკვდავ ნაწარმოებში – “ღვთაებრივი კომედია”,ჯოჯოხეთის იმ პირველ სარტყელად მოიხსენია,სადაც სუფევდნენ მოუნათლავი ახალშობილების,კეთილი არაქრისტიანების,ფილოსოფოსების,პოეტების,წარმართული დროის გმირებისა და ანტიკური პერიოდის ექიმების სულები.

ლიმბუსის არსებობის შესახებ,ცნობებს იძლეოდნენ უძველესი ეპოქების სასულიერო პირებიც.მათ შორის, IV საუკუნის ერთ-ერთი წმინდანი – გრიგოლ ღვთისმეტყველი.კათოლიკური ეკლესია – ლიმბუსის შესახებ,საუკუნეების განმავლობაში არავითარ ოფიციალურ განცხადებას არ აკეთებდა და დუმდა.თუმცა 2007 წლის 20 აპრილს,ვატიკანმა გამოაქვეყნა დეკრეტი,სადაც აღნიშნული იყო,რომ სწავლება ლიმბუსის შესახებ არამართებული გახლდათ და იგი,თავად ადამიანების მიერ შეთხზულ შეუსაბამო და შემზღუდველ შეხედულებას წარმოადგენდა.გარდა ამისა,კათოლიკური ეკლესიის მიერ გამოცემულ დეკრეტში აღნიშნული იყო: “უფალი გულმოწყალეა და სურს ყველა ადამიანის სული იხსნას განსაცდელისაგან”. (ავტორი გენია.ჯი)