“სიბრძნისა და სიკეთის წუთი”
ერთ წმინდა მამას ჰკითხეს: შენმა ძმამ რომ ბოროტება გაგიკეთოს,რითი გადაუხდიო.სიკეთითო – უპასუხა მან.კიდევ,რომ ბოროტება გაგიკეთოსო?! ისევ სიკეთითო.კიდევო?! ისევ სიკეთითო.კი მაგრამ რატომო? - ჰკითხეს გაკვირვებულებმა,რაზეც წმინდა მამამ შემდეგი პასუხი გასცა:
- თუ მას ბოროტების კეთება არ ეზარება,მე სიკეთის კეთება რატომ უნდა დამეზაროს?! (ავტორი გენია.ჯი)